კვირის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:
“13-19 ოქტომბერი
/© რამაზ გიგაური/
15-16 ოქტომბრამდე გაგრძელდება წინა კვირის ფინანსური ნეგატიური ტენდენცია, რომელიც კრიპტობაზრის რყევებს უკავშირდება. ეს დღეები მაინც შეიძლება შევადაროთ „ამერიკულ ატრაქციონს“ (Roller coaster), სადაც დიდ სიმაღლეზე თითქოს ნელა ავდივართ, მაგრამ მერე აუტანელი სიჩქარით ვეშვებით. მოსალოდნელია მოვლენების კალეიდოსკოპური სიჩქარით შეცვლა, შეიძლება ჩაიშალოს მოლაპარაკებები, მოსალოდნელი მოგება – მარცხით დასრულდეს. რაც არ უნდა პარადოქსული არ უნდა იყოს, ეს ყველაფერი შეიძლება პირიქითაც მოხდეს, ანუ აქ ცვლილებების ამპლიტუდა ძალიან მაღალი და სწრაფად ცვალებადია (ეს ნეგატიური ტენდენციები კონკრეტულ შემთხვევაში რეალიზდება, თუ რყევები უკვე დაწყებულია).
♂ ☌ ⚸
სწორედ ამ კვირიდან იწყება მარსი-შავი მთვარის (ლილიტის) შეერთება და ნელ-ნელა მთელი მსოფლიო მასშტაბით „ომის ღრუბლები“ კიდევ უფრო გაიშლება. არ არის გამორიცხული ახალი შეიარაღებული შეტაკებები, საომარი კერები ან სრულმასშტაბიანი დაპირისპირებაც ვიხილოთ. როგორც ძველ პროგნოზში აღვნიშნეთ, ეს რთული პერიოდი (მარსის მორიელში ინგრესია) ნოემბრის პირველი კვირამდე გასტანს.
♀ ♎
13 ოქტომბერს სილამაზის, სიყვარულისა და ხელოვნების პლანეტა თავის ნიშანში – სასწორში გადავა და იქ 6 ნოემბრამდე დარჩება. ეს ნიშნავს პირადი ურთიერთობების შედარებით დასტაბილურებას და ჰარმონიის მიღწევას.
ეს კარგი დროა ახალი პარტნიორობის დაწყებისთვის, არსებული კავშირების გასაუმჯობესებლად, ან უბრალოდ, უფრო გემოვნებიანი გარემოს შესაქმნელად – როგორც პირად ცხოვრებაში, ისე სამუშაო თუ საცხოვრებელ სივრცეში. შესაძლოა ბევრ ადამიანს გაუჩნდეს სურვილი იყოს ტაქტიანი და დიპლომატიური, თუმცა არ არის სასურველი ზედმეტი კომპრომისები – სასწორი „ითხოვს“ ბალანსს, არა საერთოდ, უარყოფას. ფინანსური თვალსაზრისით, ვენერას ეს ინგრესია ხელსაყრელია დიზაინის, ხელოვნების, მოდის და სოციალური მედიისთვის.
♀ △ ♅ & ♇
14-15 ოქტომბერი მთლიანობაში დადებითი იქნება, რადგან ვენერა ტრინში იქნება ურანთან და პლუტონთან. ეს კიდევ უფრო წარმოაჩენს „ვენერა – სასწორში“ ენერგიას და მოსალოდნელია ამან ხელი შეუწყოს ურთიერთობებს განახლებას, ახალ მიდგომებს, ძველი რეალობის გარდაქმნას და ტრანსფორმაციას. სიყვარულში ეს სიღრმისეული ურთიერთობების დროა და არა ზედაპირული კავშირების და ფლირტის.
პროფესიული კუთხით მოსალოდნელია სიახლეები ტექნოლოგიებთან, ხელოვნებასთან და ფინანსებთან დაკავშირებით. მოიმატებს პრობლემების არასტანდარტულად გადაჭრის, ინოვაციების დანერგვის და ახალი, ორიგინალური შემოთავაზებების მიღწევა.
♇ D
14 ოქტომბრიდან პლუტონი დირექტიულად დაიწყებს მოძრაობა. ასტროლოგიური თვალსაზრისით, პლუტონი არის რეალური ძალის, გავლენის და კონტროლის პლანეტა – ხშირად უფრო ფარული, ვიდრე ღია. როცა ის დირექტიულად იწყებს მოძრაობას, ეს ნიშნავს, რომ ფარული პროცესები გამოდიან ზედაპირზე. ამ პერიოდში ძალაუფლების შესანარჩუნებლად ბრძოლა მწვავდება. იწყება სისტემის შიდა გადანაცვლებები – ვინ მართავს, რატომ და როგორ. ეს განსაკუთრებით შეეხება 2025 წლის მაისის შემდეგ შექმნილ-განვითარებულ პროცესებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ამა წლის გაზაფხულის ბოლოდან შექმნილი დანაშაულებები გამოაშკარავდება, ხოლო ბოლო ხუთ თვეში შექმნილი კრიზისები სწორედ ახლა იჩენს თავს.
ინდივიდუალურ დონეზე, ეს მიანიშნებს სურვილს, რომ ადამიანმა უფრო სიღრმისეულად იმუშაოს საკუთარ თავზე. ეს შეიძლება იყოს ფსიქოთერაპია, ჩვევების გარდაქმნა, შინაგანი ძალის აღდგენა ან ემოციური ტრანსფორმაცია.
☉ □ ♃
17 ოქტომბერს მზე-იუპიტერის კვადრატის პიკია. ამ პერიოდში ადამიანებს მძაფრი სურვილი უჩნდებათ, რომ მიაღწიონ წარმატებას და რისკზე წასვლასაც არ ერიდებიან. თუმცა ამ დროს გაფართოება ხდება საკმაოდ რთულად და წინააღმდეგობრივად. გადაჭარბებულმა დაპირებების გაცემამ და ზედმეტი ოპტიმიზმმა შესაძლოა არასასიამოვნო სიტუაციებამდე მიგვიყვანოს. საკუთარი რესურსები რეალისტურად უნდა შეფასდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ენერგია იოლად გაიფანტება. ამ დროს უნდა დავიცვათ ჩვენი საზღვრები, თუმცა ეგოისტურმა გამოვლენებმა შესაძლოა კონფლიქტებამდე მიგვიყვანოს.
☿ ☌ ♂
17-23 ოქტომბრის შუალედში გააქტიურდება მერკური-მარსის შეერთება (პიკი: 20 ოქტომბერს). ეს მიანიშნებს მკვეთრ და პირდაპირ კომუნიკაციაზე. სიტყვა (მერკური) იძენს ძალას (მარსი), ამიტომ ჩვენს სიტყვებს უნდა დავუკვირდეთ – რას ვამბობთ, როგორი ემოციით და რა კონტექსტში.
ეს ძალიან კარგი დროა ახალი პროექტების დაწყებისთვის, მოლაპარაკებებისა და ასევე კამპანიებისთვის, საჯარო გამოსვლებისთვის და იმ საქმიანობისთვის, სადაც საჭიროა აქტიურობის და თავდაჯერების გამოვლენა.
მოიმატებს როგორც მენტალური, ისე ფიზიკური ენერგია. აქედან გამომდინარე, ხელსაყრელი იქნება რთული გონებრივი და მძიმე ფიზიკური სამუშაოების შესრულება, ასევე გადაადგილება, საქმიანი შეხვედრები, მოლაპარაკებები და იმ საქმეების კეთება, რომელიც აზროვნებას და ანალიზს უკავშირდება.”-წერს გიგაური.

კომენტარები

სხვა სიახლეები