რას მოიტანს ურანის რეტროგრადული ფაზა?! – რამაზ გიგაურის პროგნოზი

ასტროლოგი, რამაზ გიგაური ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:
“* 7 ივლისი > ურანი ტყუპში
* 6 სექტემბერი > ურანის რეტროგრადული ფაზის დაწყება
* 8 ნოემბერი < ურანი კუროში (რეტროგრადულად)
* 4 თებერვალი (2026) > ურანის დირექტიული ფაზის დაწყება
* 26 აპრილი (2026) > ურანი ტყუპში
6 სექტემბრიდან სიახლეების, ცვლილებების, რევოლუციის პლანეტა – ურანი ტყუპის ნიშნის მე-2 გრადუსიდან რეტროგრადულად დაიწყებს მოძრაობს.
პლანეტა ურანის ერთ-ერთი მითოლოგიური არქეტიპია – ტიტანი პრომეთე, რომელიც ღმერთებს უჯანყდება და ადამიანების მხარეს იკავებს. ის ზევსს ატყუებს, სამსხვერპლო ხორცს ადამიანებს აძლევს, ხოლო ძვლებს – ღმერთებს. ამის გამო, გაბრაზებული ზევსი ადამიანებს ცეცხლს ართმევს. თუმცა, პრომეთე აქაც იმარჯვებს – ის ოლიმპოდან გამოიტაცებს ცეცხლს და ადამიანებს უბრუნებს. მიუხედავად იმისა, რომ ის ისჯება, მისი მიზანი, დაარღვიოს ღვთიური წესრიგი, შექმნას ქაოსი და ამ ქაოსით ისარგებლონ ქვედა ფენებმა (ადამიანებმა) – მიღწეულია.
ურანის ასტროლოგიური მნიშვნელობაც ზუსტად მსგავსია. ის მომავლის პლანეტაა, ამიტომ მას „არ უყვარს“ წარსული, უკვე ფორმირებული რეალობა და მომავალში „იყურება“. არანაირი წესრიგი, არანაირი თანმიმდევრობა, მხოლოდ ცვლილება, გარდაქმნა, ევოლუცია და თუ საჭირო გახდა, რევოლუცია. ბუნებრივია, შემდგომ „რევოლუცია შეჭამს თავის შვილებს“ (პრომეთეს მსგავსად დაისჯებიან), თუმცა ძველი წესრიგი დაირღვა და აშენდება ახალი, რაც ურანის თვითმიზანს წარმოადგენს.
6 სექტემბრიდან ურანი რეტროგრადული გახდება. ეს სიმბოლურად უკან მიტრიალებს და იმ პროგრამების გადახედვას ნიშნავს, რომელიც 2025 წლის 7 ივლისიდან დაიწყო (როდესაც ურანი ტყუპში შევიდა). ყველა კავშირი, რომელიც ზაფხულის მეორე ნახევარში შეიქმნა, გადაიხედება და მათში ცვლილებები შევა. ყველა ინფორმაცია გადამოწმდება, გაჩნდება უკმაყოფილების განცდა და შესაძლოა, შექმნილი ჩარჩო-შეთანხმებებიც დაირღვეს. შემდეგი ორი თვე ურანი ისევ ტყუპში იმოძრავებს და ზემოთ თქმული უპირველესად გამოვლინდება ინფორმაციასთან, ურთიერთობებთან და კავშირებთან დაკავშირებით. ამიტომ მიმდინარე წლის 8 ნოემბრამდე მოსალოდნელია ვიხილოთ ბევრი შეთანხმების გაუქმება ან მინიმუმ, მათში სერიოზული ცვლილების შეტანა. ეს იქნება ახალი გზების ძიება და კარდინალური ცვლილებების განხორციელება. გარდა ამისა, ბევრ ქვეყანაში განახლდება ბრძოლა თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. ამ მიმართულებით მოსალოდნელია დაიწყოს (ან განახლდეს) საპროტესტო გამოსვლებიც, სადაც რადიკალური ფორმების შექმნაც არ გამოირიცხება.
8 ნოემბრიდან – მომავალი წლის 4 თებერვლამდე პერიოდში ცვლილებები უკვე შექმნილ ფორმებს შეეხება და მოსალოდნელია ფიზიკური ნგრევებიც ვიხილოთ. კურო – ეს არის ფინანსები, ფისკალური საკითხები, ეკონომიკა და ამ პერიოდში მოსალოდნელია ძლიერი ეკონომიკური რყევები. ბუნებრივია, ეს იმ ქვეყნებს შეეხება, სადაც უკვე შეიმჩნევა ნეგატიური ეკონომიკური ძვრები. პირველ რიგში, დიდი ალბათობით, ეს შეეხება რუსეთს, სადაც უკვე ვხედავთ ეკონომიკური სტაგნაციის ნიშნებს, უკმარისობას და გრძელ რიგებს საწვავთან დაკავშირებით.
საერთოდ, ურანის მოქმედება არის სწრაფი და მოულოდნელი. მაგალითად, შეიძლება გავიხსენოთ 1991 წლის ზაფხული, როდესაც თხის რქის ნიშანში რეტროგრადული ურანი შეერთებული იყო რეტროგრადულ ნეპტუნთან, ხოლო მერწყულის დასაწყისში ასევე რეტროგრადულად მოძრაობდა სატურნი. 2025 წლის შემოდგომით კი ეს სამივე პლანეტა ასევე რეტროგრადულად იმოძრავებს, თუმცა ამჯერად შეერთებაში სატურნი და ნეპტუნი იქნება. ეს ერთგვარ კარმულ გამოვლენებზე მიანიშნებს, ანუ უკვე შექმნილი ძალადობრივი სისტემების (თავისუფლების ჩახშობის) რღვევის დაწყებას. ბუნებრივია, ეს გამოვლინდება საქართველოშიც, სადაც დაიწყება საპროტესტო გამოსვლების ახალი, ძლიერი ტალღა და ბრძოლა ხელისუფლების ტირანიის წინააღმდეგ.
ასე რომ, 2025 წლის შემოდგომა პოლიტიკურ-ეკონომიკური კუთხით ძალიან რთული და კრიზისული პერიოდი იქნება. ეს პროცესები გაგრძელდება 2026 წლის აპრილის ბოლომდე, სანამ ურანი საბოლოოდ არ დატოვებს კუროს ნიშანს და ტყუპში არ გადაინაცვლებს. რეალურად, ეს არის რვა თვიანი პერიოდი, რომელიც ბევრ პოლიტიკური თუ ეკონომიკური ფორმის რღვევაზე მიანიშნებს. ეს შეეხება არა მხოლოდ ეკონომიკურად რთულ მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებს, არამედ ორგანიზაციებს და კომპანიებსაც (განსაკუთრებით კი ბანკებს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და ფონდებს).
ინდივიდუალურ დონეზე რეტროგრადული ურანი გავლენას მოახდენს იმ ადამიანებზე, ვინც დაბადებულია 16-20 თებერვლის, 18-22 მაისის (განსაკუთრებით), 20-24 აგვისტოს და 19-23 ნოემბრის შუალედში.” – წერს გიგაური.

კომენტარები

სხვა სიახლეები