დროულად მოდი აზრზე! – რჩევები თქვენი ჰაუსისგან

რისი უფლება არ აქვთ და შესაბამისად არ უნდა მისცეთ სხვებს:
1️⃣ გააკონტროლონ, რას იტყვით თუ დაწერთ;
2️⃣ როგორი პირადი ცხოვრება გექნებათ, ვინ იქნება თქვენი პარტნიორი, გეყოლებათ თუ არა შვილები და თუ კი – რამდენი და როდის;
3️⃣ რას ისწავლით და როგორ პროფესიულ არჩევანს გააკეთებთ;
4️⃣ ვის პოსტს/სურათს მოიწონებთ თუ დააკომენტარებთ; ვის დააფოლოებთ და ვის დაუმეგობრდებით სოციალურ ქსელებში;
5️⃣ ვისთან იმეგობრებთ;
6️⃣ რას და როგორ ჩაიცვამთ;
7️⃣ რა და როგორი რწმენა თუ რელიგიური აღმსარებლობა გაქვთ, თუ საერთოდ;
8️⃣ რამდენი ფული გაქვთ, საიდან და რაში ხარჯავთ;
9️⃣ რას ჭამთ (ვეგეტარიანელი, ვეგანი, ხაშლამისტი);
1️⃣0️⃣ როგორ იცხოვროთ თქვენი კუთვნილი ცხოვრება!
თუ ვინმე ამ საკითხებში (უხეშად) ჩაერევა, არ გახდეთ მათი წარმოდგენების, იდეაფიქსების, მორალიზმის, დოგმატიზმის, უსაქმურობის და არარეალიზებული-ჭირისუფალი ეგოს მძევალი!
ცხოვრება არც თუ ისე გრძელია
და რაც მთავარია,
შენი ცხოვრება შენია!
მწარე რეალობაა, მაგრამ შენს ქელეხში უმეტესობა შესანიშნავი მადით იქეიფებს და მეორე დღეს თავის ცხოვრებას რუტინულად გააგრძელებს, შენს გარეშე და მალე შენზე ფიქრის გარეშე.
ანუ, ასეთ ადამიანებს გვინდა მივუძღვნათ ჩვენი
ცხოვრება?
დროულად მოდი აზრზე!
რადგან ცხოვრება აზრს კარგავს, თუ მას სხვ(ებ)ისთვის იცხოვრებ.
ეს ალტრუიზმი და სიკეთე კი არა, სიდებილე და მაზოხიზმია.
არ დაგავიწყდეს: სიკეთის ბუნება ნებაყოფლობითი და თავისუფალია.

წყარო: თქვენი ჰაუსი

კომენტარები

სხვა სიახლეები