ქუთაისში მოსიარულე რეკლამა ,,ბარო” გამოჩნდა

ქალაქ ქუთაისში მოსიარულე რეკლამა ,,ბარო” გამოჩნდა.
,,ბაროს” დაარსების მიზანი, ქართულ ბიზნესსა და მოსახლეობას შორის, სწორი კომუნიკაციის წარმოებაა.
ეს არის გუნდი, რომელიც ორიენტირებულია საქართველოში ხელი შეუწყოს მცირე თუ საშუალო ბიზნესის განვითარებას, რომელიც მისი არსით ითვალისწინებს დაბალბიუჯეტური რეკლამის განთავსებას, ასევე, დასაქმებულის ეთიკური თუ ჯანსაღი პირობების შექმნას.
ბაროს მიზანია ვიზუალური, მოძრავი რეკლამის განთავსება საქართველოს მასშტაბით სასურველ ქალაქსა თუ ლოკაციაზე, რაც ასევე ადგილობრივი ახალგაზრდების დასაქმებას მოისაზრებს.
რეკლამის ეს მეთოდი ა.შ.შ სა და ევროპის ქვეყნებში საკმაოდ პოპულარულია და ბაროს გუნდი ეცადა დაერეპორტებინა ქართულ რეალობაში და მიიღეს კომპანია • ბარო • Baro.
მათი შეთავაზება მოიცავს, როგორც ბეჭდვით, ასევე პროფესიონალ დიზაინერთა ჯგუფის სრულ მომსახურებას.
შენი რეკლამა შენს ქალაქში, სწრაფად და ჯანსაღად.

R

კომენტარები

სხვა სიახლეები