ბლოგერმა დედამ აღიარა, რომ ერთი წლის ქალიშვილს მხოლოდ ხილით კვებავს და წყალს არ ასმევს – მისი “ექსპერიმენტის” წინააღმდეგ ახლა საქმეა აღძრული
“მე მქვია ირინა! ორ შვილს – ადამსა და ალინას ვზრდი. 09.01.2024 წლიდან მე და ჩემი შვილები მხოლოდ ხილს ვჭამთ და წყალს არ ვსვამთ.” – ეს წინადადებები მცხოვრები ბლოგერის არხის აღწერაში წერია. ახალგაზრდა დედის მიდგომამ უამრავი ადამიანი აღაშფოთა.
როსტოველი ქალი დარწმუნებულია, რომ თანამედროვე ადამიანები კვებით საკუთარ ჯანმრთელობას ინადგურებენ. ამიტომაც, საკუთარი თავისთვისაც და შვილებისთვისაც სპეციალური კვების მოდელი აირჩია. ირინამ ხილის გარდა აბსოლუტურად ყველაფერზე უარი თქვა. ზოგჯერ ბოსტნეულსაც იღებს. თუმცა, როგორც თავად ამბობს, მისი შვილების რაციონშიც ძირითადად მხოლოდ ხილია.
გარკვეული პერიოდის შემდეგ ირინას ვაჟმა, ადამმა ასეთ კვებაზე უარი თქვა და კარტოფილის პიურესა და კატლეტს დაუბრუნდა. თუმცა, ალინა, რომელიც 2 წლისაც არაა, ისე იკვებება, როგორც დედა გადაწყვეტს – ანუ ბავშვს რაციონში ხილის გარდა არაფერი აქვს.
“დღეს 343-ე დღეა მას შემდეგ, რაც მხოლოდ ხილს ვჭამთ და წყალს არ ვსვამთ.” – დაწერა ირინამ 18 დეკემბერს.
ირინა საკუთარ ბლოგზე ხშირად აქვეყნებს, როგორ მიირთმევს მისი ქალიშვილი ხილის პიურეს, ხილის წვენებს ან უბრალოდ დაჭრილ ხილს.
“წყლის დალევის სურვილი არ მაქვს, რადგანაც ხილში საკმარისი რაოდენობის წყალია. ხილიდან ასევე ვიღებთ იმ საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმის ზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელია. ხილის მირთმევა ადამიანისათვის სრულყოფილი კვებაა.” – ამბობს ირინა.
დიდი ხანია, ბლოგერის გამომწერები ნეგატიურ კომენტარებს წერენ და ქალს ეუბნებიან, რომ შვილის ჯანმრთელობას გაანადგურებს. თუმცა, ირინა დარწმუნებულია, რომ ცილოვანი საკვები სხვადასხვა დაავადებას იწვევს და ამიტომაც, ნეგატიურ კომენტარებს ყურადღებას არ აქცევს.
“სუფთა ცოცხალი საკვები სუფთა სხეულსა და სუფთა აზრებს ნიშნავს.” – ამბობს ბლოგერი.
ბლოგერი 40 წლისაა. მხოლოდ ხილით კვების 242-ე დღეს მან საკმაოდ საყურადღებო სიმპტომებზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი ორგანიზმი შიგნიდან ლპებოდა და განწმენდისთვის ემზადებოდა… ასევე, ქალმა თქვა, რომ ყელსა და ცხვირში ჩირქი ჰქონდა, მაგრამ ექიმთან მისვლას არ აპირებდა იმ მოტივით, რომ ის ბევრ წამალს დაუნიშნავდა. ფიზიკურადაც ძალიან გახდა და როგორც მისი გამომწერები ამბობენ, დღითი დღე ბერდება.
პატარა ალინა ჯერჯერობით ვიდეოებში კარგად გამოიყურება. გოგონა მხიარულია და ხშირად მიირთმევს ბანანს, მანდარინს, ჟოლოს, ავოკადოს, მანგოსა თუ სხვა ხილს. ვიდეოებიდან ჩანს, რომ ის პროტესტს არ გამოხატავს იმიტომ, რომ არ იცის, როგორი გემო აქვს სხვა ტიპის საკვებს.

“ბევრი ამბობს, რომ ხილის ყიდვა ძვირია. თუმცა, ჩვენ წამლებს არ ვყიდულობთ იმიტომ, რომ ბავშვი არ ავადდება. გემრიელად მიირთმევს, მშვიდად სძინავს, თმა ორჯერ შეიჭრა, კბილები ამოსდის და ვითარდება…” – ამბობს ირინა და აღნიშნავს, რომ ხილის ჭამით უფრო მეტი ენერგია აქვს. ქალი სხვა დედებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ სხვადასხვა სამკურნალო აბის გამოყენებით ისინი შვილების ჯანმრთელობას განსაკუთრებით აზიანებენ.
ირინას ექიმებიც აფრთხილებენ, რომ ბავშვს განვითარებისთვის სხვა საკვებიც სჭირდება და დაუშვებელია, მხოლოდ ხილი ჭამოს. ისინი ბლოგერს სოციალურ სამსახურთან ჩივილითაც ემუქრებიან. მაგრამ, ირინა, პირიქით, დასცინის ასეთ ადამიანებს და აღნიშნავს, რომ არაფრის შეცვლას აპირებს.
როგორც ჩანს, უარყოფითმა კომენტარებმა შედეგი გამოიღო. ახლა როსტოვის რეგიონის საგამოძიებო კომიტეტი საქმეს იძიებს და ირინას შესაძლოა, მშობლობის არასათანადოდ შესრულებისთვის სასჯელი დაეკისროს. როგორც ცნობილია, ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს.
საკითხზე არაერთმა ადგილობრივმა და საერთაშორისო მედიამ დაწერა. უამრავი ადამიანი ბლოგერის ქცევით აღშფოთებულია.
წყარო: https://mshoblebi.ge/