საცხობი სოდა ნამცხვრებში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული საფუარი პროდუქტია. საცხობი სოდა ყველა ოჯახში მოიპოვება. თუმცა ცხობის გარდა იგი კიდევ სხვადასხვა მიზნისთვისაც გამოიყენება:
1. გამოიყენება მზის დამწვრობის სამკურნალოდ
გაურიეთ წყალში და წაისვით სხეულის დაზიანებულ ადგილას, რათა დაამშვიდოთ მზის დამწვრობით გამოწვეული სიწითლე.
2. ამცირებს კუნთების ტკივილს და დაღლილობას
საცხობი სოდა სპორტსმენებში კარგად ცნობილი გამაძლიერებელი საშუალებაა. ყველაფრის გათვალისწინებით. ერთ ჭიქა ცივ წყალს შეურიეთ 1 სუფრის კოვზი სოდა და დალიეთ.
3. ხელს უწყობს კანის გაჯანსაღებას
იგი კანის მკვდარი უჯრედების მოცილებაში დაგეხმარებათ და კანს მეტ ბზინვარებას მიანიჭებს.წყალში გააზავეთ სოდა და ბამბით რბილად შეიზილეთ. საუკეთესო შედეგისთვის კვირაში ორჯერ გამოიყენეთ.
4. აშორებს ქერტლს
საცხობი სოდა არის საოცარი სადეზინფექციო საშუალება, რომელიც ეხმარება სკალპის გაწმენდას. ზეითუნის ზეთთან შერევის და სკალპზე წასმის დროს ის ხელს უწყობს ჭუჭყისა და ქერტლის მოშორებას.ჩაასხით საცხობი სოდა თასში და შეურიეთ ზეითუნის ზეთს. წაისვით სკალპზე და გაიჩერეთ 2 საათი. დაიბანეთ თმა ცხელი წყლით.