ეშმაკის 13 ნიშანი ადამიანის სხეულზე, რომელიც ადამიანს დაბადებიდან აქვს სხეულზე(ფოტო)

უძველესი დროიდან მოყოლებული მიჩნეულია, რომ არსებობს ეშმაკის 13 ნიშანი, რომელიც ადამიანს დაბადებიდან აქვს სხეულზე.
ასეთი ნიშნის არსებობა მიუთითებს ადამიანის ბნელ ძალებთან კავშირზე. ე.წ. ”სატანის დაღი” განისაზღვრება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, თუმცა, მათი არსებობა სხეულზე (ასტროლოგიის გაუთვალისწინებლად) ყოველთვის ითვლებოდა ეშმაკთან კავშირის დამადასტურებლად.
1.ვერძი – წითური და ჟღალი თმის ფერი. უწოდებენ ”ალქაჯების თმას”. თუ ვერძს აქვს ამ ფერის თმა, მასში დაგროვილია მწვავე კომპლექსები, აგრესია, გამანადგურებელი ძალა და საგვარეულო წყევლა. ეს ფერი აღნიშნავს სისხლის აღრევასაც.
2.კურო – ღიპი ან დეფორმირებული ჭიპი. თუ კუროს ორივე ან ერთ-ერთი მათგანი აღენიშნება, მასში დაკარგულია სულიერება. ცუდ ზეგავლენას და ძლიერ ზეწოლას ახდენს გარშემომყოფებზე.
3.მარჩბივი – ხუჭუჭა თმა. ასეთი მარჩბივი მატყუარა, ქურდი და პლაგიატია. ის არ აღიარებს სხვა ადამიანებს. აღფრთოვანებულია საკუთარი ცოდნით, პატივს არ სცემს არავის და მუდამ მზადაა ღალატისთვის, მაგრამ ადვილად ემონება თავისზე ძლიერს.
4.კირჩხიბი – კოჭლობა და შეერთებული თითები. მიჩნეულია, რომ ამ ნიშნებით დაბადებული კირჩხიბი დემონიზაციის პროცესში იმყოფება, რადგან სხვადასხვა ერების წარმოდგენით ეშმაკი კოჭლია. თვლიან, რომ ასეთ ადამიანში უკვე ჩადებულია სამყაროსთან შეუთავსებლობა, რის გამოც მას უწევს ზიანის მოტანა გარშემომყოფებისთვის. სიტუაცია გაცილებით უფრო რთულდება, როცა კაცი კოჭლობს მარცხენა ფეხით, ქალი კი – მარჯვენათი.
5.ლომი – სიმელოტე. თვლიან, რომ სწრაფი გამელოტება ან თმების საგრძნობლად შეთხელება ბნელ ძალებთან კონტაქტის შედეგია. თუ ასეთი ადამიანი ძალაუფლებას ჩაიგდებს ხელში, უამრავ დანაშაულს ჩაიდენს. ეშმაკის ნიშნად ითვლება ასევე თვისება, როცა კაცი თმას მარცხნივ ივარცხნის, ქალი კი – მარჯვნივ.
6.ქალწული – ძალიან პატარა ყურები. ”ალქაჯის ყურებს” უწოდებენ ძალიან პატარა, თმიან, ოდნავ წაწვეტებულ და ისეთ ყურებს, რომლებსაც ბიბილოები არ აქვთ. ასეთ ადამიანს არ გააჩნია საკუთარი აზრი, სხვაზეა დამოკიდებული და სხვა მართავს. შურიანია ნიჭიერი ადამიანების მიმართ. არ შეიძლება მისთვის ყურის გახვრეტა, რადგან შეიძლება იმუნიტეტი დაუქვეითდეს.
7.სასწორი – დაშორება ზედა კბილებს შორის. მატყუარაა, რომელიც მუდამ მართალი გამოდის სხვის თვალში. ასეთ ადამიანს არასდროს უშვებდნენ სასამართლო პროცესებზე მოწმის სახითაც კი. მისთვის არ შეიძლებოდა კანონებთან მუშაობა. ინტრიგანი, ცბიერი და ორგულია, ეხერხება სხვების გამოყენება.
8.ღრიანკალი – კუზი და ხერხემლის სხვადასხვა დაზიანებები. შეუძლია სხვების გაუცნობიერებლად გათვალვა. აქვს ძალიან დიდი შინაგანი ენერგია. იზიდავს ექსტრემალურ სიტუაციებს და წარმოდგენა არ აქვს საკუთარი ძალის შესახებ. თუ ღრიანკალს 2 კუზი, ანუ ”სატანის ფრთები” აქვს, თვლიან დემონის განსახიერებად.
9.გველის მგეშავი – ხალები და ლაქები. თვლიდნენ, რომ ასეთი ადამიანის ხალები, განსაკუთრებით კი დიდი ზომის, წითელი, მოიასამნისფრო და თმიანი ”სატანის დამღა” იყო.
10.მშვილდოსანი – ღრმულები დუნდულებზე. თუ ადამიანს ღრმულები დუნდულებზე, წელის შუაში ან გასწვრივ აქვს, აღიქმება, როგორც ”კუდიანი”. ღრმულების არსებობა ქალის თეძოებზე ნიშნავს პრობლემების ბავშვებზე გადაბრალებას.
11.თხის რქა – არასრულყოფილი ხელისგული. ითვლება, რომ თუ თხის რქას არ აქვს ხელისგულზე ”გულის” და ”გონების” ხაზებს შორის არსებული თავისუფალი ადგილი, ის უსინდისო, შეუბრალებელი, დაუნდობელი და მიზნის მისაღწევად ადამიანის მოკვლაზეც წამსვლელია.
12.მერწყული – სიელმე. მიაჩნიათ, რომ ასეთი ადამიანი ცინიკოსი, არაპროგნოზირებადი და არასაიმედოა, მასში პატიოსნება კი საერთოდ არ არის.
13.თევზები – ღრმული ნიკაპზე და საუბრის დეფექტები. ითვლება, რომ ასეთი ნიკაპის მქონე ადამიანი სულმდაბალია და თამაშობს ორმაგ თამაშს. კაცზე პათოლოგიური სისასტიკის, ხოლო ქალზე – ცბიერების, სხვის ხარჯზე ცხოვრების და ანგარების ნიშანია

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები