გაახალგაზრდავება ერთ ღამეში! – მოამზადეთ სახის სასწაულმოქმედი ნიღაბი თქვენი ხელით

სახის კანის მოვლა ბევრი ქალისთვის, ალბათ, ყოველდღიურად ერთ-ერთი მთავარი მისია და ვალდებულებაც კია. სუფთა, ჯანსაღი და მოვლილი კანი, რომელიც თავისუფალი იქნება ნაოჭებისგან, ფორებისა თუ ლაქებისგან, ყველა ჩვენგანისთვის სასურველია. ალბათ, ბევრს ისიც ჰგონია, რომ ამ შედეგის მიღწევა მხოლოდ ძვირადღირებული პროდუქტებისა და პროცედურების წყალობით შეიძლება, მაგრამ ეს ასე არ არის. სახლში, ბუნებრივი ინგრედიენტებით, მარტივად და ბიუჯეტურად თავად შეგიძლიათ მოამზადოთ ისეთი ნიღაბი, რომელიც თქვენს კანს გააჯანსაღებს, აღადგენს სისხლის მიმოქცევას და მისცემს მას ჯანსაღ ელფერს. მთავარია, სწორად შეარჩიოთ, რომელია თქვენი კანისთვის ყველაზე შესაფერისი:

ნუშის ნიღაბი

დაასველეთ 4-5 გახეხილი ნუში რძეში. გაასუფთავეთ ისინი და გააკეთეთ პასტა ამ ორი ინგრედიენტისგან მეორე დილით. ღამით წაისვით ამ პასტის თხელი ფენა და მეორე დილით ჩამოიბანეთ. ნუში შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც წმენდს თქვენს კანს.

პომიდორი და ლიმონი

დაჭერით პომიდორი და დაუმატეთ ორი სუფრის კოვზი ლიმონი. ეს პასტა კარგად აურიეთ და წაისვით კისერსა და კანზე. ჩამოიბანეთ ცივი წყლით ოცი წუთის შემდეგ და მიიღეთ უფრო ნათელი, ბზინვარე კანი! უკეთესი და თვალსაჩინო შედეგისთვის ეს ნიღაბი კვირაში სამჯერ უნდა წაისვათ.

ალოე ვერას და გლიცერინის ნიღაბი

უბრალოდ შეურიეთ ალოე ვერას ცოტა გლიცერინი და მსუბუქად წაისვით პასტა სახეზე. ჩამოიბანეთ 20 წუთის შემდეგ. ალოე ვერა შეიცავს ალოინს, რომელიც მოქმედებს, როგორც არატოქსიკური ჰიპერპიგმენტაციის სამკურნალო საშუალება და ეხმარება კანის გაღიავებას, ასევე, აშორებს პიგმენტაციას.

ლიმონი და რძის კრემი

აიღეთ ერთი სუფრის კოვზი რძის ნაღები და კარგად შეურიეთ 1 სუფრის კოვზ ლიმონის წვენს. წაისვით ამ ნარევის ფენა კანზე და დატოვეთ მთელი ღამით. დილით ჩამოიბანეთ თბილი წყლით. კრემში შემავალი ბუნებრივი ცხიმოვანი მჟავები დაგეხმარებათ კანის დატენიანებაში.

წყარო: https://marao.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები