“მოსცხებ “ჩაკრულოს”, ამაიჰყრი დუშურ ხინკალსა და კოსმოსში თვითონ წაგიღებს რაღად გინდა ილონ მასკი და ყარტა-ყურტა ხალხი” – მიწის გაყიდვის ორიგინალური განცხადება სოციალურ ქსელში

“შენ აქ რა გინდა ,მაგრამ ყოველთვის ….
მომაგონდები ამ ანანურთან….
შავი არაგვი თეთრ არაგვს ერთვის…” – არა, ტიციან ტაბიძის ლექსს არ გახსენებთ. ეს ორიგინალური განცხადების ტექსტია.
სოციალურ ქსელში ყოველდღიურად უამრავ განცხადებას ვაწყდებით. უმეტესობას ალბათ თვალის შეუვლელად ჩაუვლით. თუმცა, ზოგიერთი კრეატიული ადამიანი მაინც ახერხებს, ერთი შეხედვით რუტინული ტექსტით სხვა ადამიანები დააინტერესოს და გაახალისოს კიდეც. სწორედ ამგვარი ტექსტით მოახერხა სოცქსელის ერთ-ერთმა მოხმარებელმა საზოგადოების გახალისება.
“შენ აქ რა გინდა, მაგრამ ყოველთვის ….
მომაგონდები ამ ანანურთან….
შავი არაგვი თეთრ არაგვს ერთვის ..
მიწის შეძენა აქ ყველას უნდა.
დუშეთის რაიონში, ბაზალეთიდან 1 კმ, იყიდება ნაკვეთი
2500 კვ.მეტრი
ცენტრალური გზის პირი
გაზი ნაკვეთთან. დენი, წყალი_ 200 მტ.
სუფთა ჰაერი და საოცარი ხედები
საკადასტრო კოდი 71.56.08.256
იყიდი ნაკვეთს, ჩასდგამ ერთ კაი დუქანს ან ფაცხას გზისპირზედა. მოსცხებ ზაქაიძის ,,ჩაკრულოს”, ამაიჰყრი დუშურ ხინკალსა და კოსმოსში თითონ წაგიღებს რაღად გინდა ილონ მასკი და ყარტა-ყურტა ხალხი.
მარეღა იტყვი ,,შეჩერდი, წამო, რა მშვენიერი ხარ, შე ოხერტიალო.
ბალლღებსაც არაგველების მაგალითზე გაზრდი და არა გველებად და ასპიტებად. დარიალის კარიბჭესაც დაიცავ და ხანდახან მაინც მიხურავ, თორემ ეს დასავლეთის კარებიც მოღიავებულია და ორპირი გვირტყამს ქართველებს. მოულოდნელმა ევროპულმა ცივილიზაციამ გვერდები არ დაგვიშეშოს.
ისედაც ერთი გაციება ხალხი დავრჩით.
ხეხილს ჩაყრი, ცხვარ-ძროხას იყოლიებ, ჭრელ წინდას მოქსოვ და ქვეყანაც აშენდება იმაამაობაში.
ფასი 20 000 დოლარი. თუ თავს არგველად მიიჩნევ.
ხოდა სანამ…
,,გაჩხერილია ქვებზე კალმახი
და ახეული აქვს ლაყუჩები”…
სანამ ,,დაიგვიანეს” გიმღერებენ სხვები, აიღე ტელეფონი და დარეკე
599068595″, – წერს ორიგინალური ტექსტის ავტორი.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები