“იმისთვის, რომ დიდხანს შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა და სილამაზე…” – ოდრი ჰეპბერნის რჩევები ქალებს

ოდრი ჰეპბერნი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ქალადა აღიარებული და მისი გარეგნობა კვლავ სილამაზის სტანდარტად ითვლება. მსახიობი ასაკამდე დახვეწილად, მოვლილად და ელეგანტურად გამოიყურებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისგან ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი.

1. ეცადეთ წონა აკონტროლოთ
იცოდით, რომ Breakfast at Tiffany’s-ში ოდრი 18 წლის ჰოლი გოლაითლი როლის შესრულებისას, ოდრი რეალურად 32 წლის იყო? ის თავის წლებთან შედარებით ბევრად ახალგაზრდად გამოიყურებოდა. უყვარდა ახალი ბოსტნეული, მაკარონი ტომატის სოუსით და მხოლოდ ხანდახან აძლევდა თავს დესერტის ჭამის უფლებას.

2. გამართული სიარული
ოდრის ახალგაზრდული გარეგნობის კიდევ ერთი მიზეზი მისი უნაკლო ბალეტის პოზა იყო. გასწორებული მხრები, სწორი ზურგი, და თავის პოზიცია თქვენს ბიუსტს ვიზუალურად აამაღლებს, წელის გათხელებს და მოგაშორებთ საძულველ „ორმაგ ნიკაპს“.

3. არ დაივიწყოთ ძილი
ჰეპბერნმა იცოდა, რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხიანი ძილი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის, ამიტომ მას ჰქონდა ჩვევა სადილის შემდეგ ეძინა. ამის შესახებ მისმა შვილმა შონმა თავის მემუარებში ისაუბრა: „შუადღის ძილის შემდეგ ის ყოველთვის ჭამდა შოკოლადის ნაჭერს – მაგრამ მხოლოდ ერთს! მისი თქმით, შოკოლადი მწუხარებას ფანტავდა.“

4. იარეთ რაც შეიძლება მეტი
მიუხედავად ბალეტისა, ჰეპბერნი სპორტის დიდი მოყვარული არ იყო და მთელი ცხოვრება ბევრს ეწეოდა. სისხლში ჟანგბადის ნაკლებობის საკომპენსაციოდ, ის ყოველდღე დიდხანს სეირნობდა თავის ძაღლთან ერთად.

5. არ დაგავიწყდეთ თვალის მაკიაჟი
ინტენსიური შავი თვალის ლაინერი და გრძელი წამწამები მისი იმიჯის აუცილებელ მახასიათებლად იქცა და სიკვდილამდე არ შეუცვლია – შესანიშნავად გამოიყურებოდა. განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, შესაძლოა ღირდეს ყალბი წამწამების ტარება.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები