American Idol-ში ნუცა ბუზალაძის მორიგ გამოსვლას ჟიურის აღფრთოვანება მოჰყვა

პოპულარული კონკურსის ჟიურის სამივე წევრი, ლიონელ რიჩი, კეტი პერი და ლუკ ბრაიანი ქართველი მომღერლის მიერ “I Surrender”- ის შესრულების შემდეგ ფეხზე წამოდგა და განაცხადეს, რომ საუკეთესო შესრულება მოისმინეს და წელს შოუს საუკეთესო სეზონია.
American Idol-ის ოფიციალურმა გვერდმა ნუცას გამოსვლის ვიდეო გაავრცელა და დაწერა, რომ ნუცას “ძლიერი შესრულება შოკის მომგვრელია”.
“ნუცა ბუზალაძე კვირას საღამოს ტემპერატურას წევს!” – ამ სიტყვებით გააზიარე ლიონელ რიჩიმ ნუცას გამოსვლის ვიდეო საკუთარ გვერდზე და დაწერა, რომ სიმართლეა, როცა ამბობენ, რომ წლიდან წლამდე შოუს საუკეთესო მონაწილეები ჰყავს.

კომენტარები

სხვა სიახლეები