16 წლის ოთარ თათრიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

16 წლის ოთარ თათრიშვილს, დაუდგინეს ოსტეოსარკომა. ოთოს სასწრაფოდ ესაჭიროება საფრანგეთში გადაყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას ბავშვის ოჯახის წევრები ავრცელებენ:

”უდიდესი მადლობა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩვენი ოჯახის განსაცდელი ,უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობთ თქვენგან,სულ მცირედი დარჩა იმ რაოდენობამდე რომ შეძლოს წასვლა ოთიკომ და მკურნალობის გაგრძელება საზღვარგარეთ.
უმძიმესია ჩემთვის მსგავსი პოსტის დაწერა ,ვინც მიცნობს მიხვდება რამხელა წინააღმდეგობის გადალახვა მომიწია საკუთარ თავთან ,რომ თქვენთან ასეთი სათხოვარით მოვსულიყავი. მაგრამ უმთავრესი ჩემთვის ამ ეტაპზე ოთოს ჯანმრთელობაა ყველანაირ თავმოყვარეობაზე მნიშვნელოვანია.
მადლობა და არ დავიღლები რომ ყოველდღე გამოვხატო ჩემი მადლიერება თქვენდამი.
სიკეთე მოგცეთ უფალმა და ჯანმრთელობა
მადლობა მეგობრებო,
მადლობა

საქართველოს ბანკი: GE89BG0000000525833104
მიმღები ელიზა კაპანაძე, (დეიდა).

თიბისი ბანკი: GE73TB7974945068100008
მაია ნარიაშვილი-კაპანაძე”

კომენტარები

სხვა სიახლეები