როგორ მოვამზადოთ “ბეილისი” სახლის პირობებში მარტივად

“ბეილისი” პოპულარული ალკოჰოლური სასმელია, მაგრამ საკმაოდ ძვირი ღირს. გთავაზობთ ლიქიორის მომზადების რეცეპტს:
ინგრედიენტები:
არაყი
ვანილი
ხსნადი ყავა
კვერცხის გული
შაქარი
შესქელებული რძე
მომზადების წესი:
შეურიეთ ერთმანეთს 200 გრ შესქელებული რძე, 100 გრ შაქარი, 1 კვერცხის გული, ვანილი და 1 სკ უნალექო ყავა. მასა ერთგვაროვანი როცა გახდება ნელ-ნელა ჩაამატეთ 350 მლ არაყი, არ შეწყვიტოთ მორევა. აუცილებელია, ლიქიორი 3 საათი მაინც გააჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე და მხოლოდ შემდეგ მიირთვათ ან შეინახოთ მაცივარში.

კომენტარები

სხვა სიახლეები