ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი, რომელმაც ჟურნალისტური კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულა, ამბობს, რომ მას გარდაცვალების შემდეგ საკუთარი სხეულის გაყინვის სურვილი აქვს. კინგი ნახევრად ხუმრობით ამბობს, რომ ამ შემთხვევაში რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ის გაცოცხლდება და შემდეგ კვლავ სატელევიზიო შოუების წაყვანის საშუალება ექნება.
უცხოური გამოცემების ცნობით, პროცედურის ფასი 130 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს. დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ კინგის სხეული არიზონას ან ნიუ-ჰემპშირის შტატებშო იქნება დასვენებული.
წამყვანს იმედი აქვს, რომ 200 წლის შემდეგ მეცნიერების დონე იქამდე მივა, რომ გარდაცვლილი გაყინული ადამიანის გაცოცხლების შესაძლებლობა ექნება.
Next Post
სხვა სიახლეები