სილამაზის ეტალონად და ლეგენდად აღიარებული ტელემსახიობის, ლიკა ქავჟარაძის დაბადების დღეა. დღეს იმას 63 წელი შეუსრულდებოდა. კინომსახიობი, რომელსაც ხშირად „ნატვრის ხეში“ განსახიერებული როლისთვის მარიტას ეძახდნენ, 1959 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა.
12 წლიდან დაიწყო კინოკარიერა – 1972 წელს მიიწვიეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. ამავე ასაკში მოკლემეტრაჟიან ფილმ „შადრევანში“ გადაიღეს. შემდეგ იყო “როცა აყვავდა ნუში”, “მშვენიერი კოსტიუმი” და სხვა ფილმები.
კინოში განსახიერებულ ოცდაათამდე როლის მიუხედავად, განსაკუთრებული აღიარება მას თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხეში“ შესრულებულმა მარიტას როლმა მოუტანა.
მიუხედავად აქტიური გადაღებებისა, მსახიობმა ბედი პოდიუმზეც სცადა. როგორც მოდების სალონ „ირიდას“ დამფუძნებელი იხსენებდა, ლიკას სილამაზე დანარჩენ მოდელებს იმდენად აკომპლექსებდა, რომ მის გვერდით გამოსვლა უჭირდათო.პ
უკანასკნელ წლებში გამოჩნდა შოთა კალანდაძის ეროტიკულ ფილმში „მედუზა გორგონა“.
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მარტო ცხოვრობდა. 5 წლის წინ, 2017 წლის 11 ოქტომბერს სამწუხარო ამბავმა მთელი ქვეყანა შეძრა – ლიკა 57 წლის იყო… ის ახლობლებმა თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.