საქართველოში შესვლის მიზნით, ქორწინებაზე იძულება ან პირის დაყოლიება, დანაშაულად ცხადდება

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი ნორმა ემატება, რომელიც საქართველოში შესვლის მიზნით, ქორწინებაზე იძულებას და პირის დაყოლიებას, თუ ამას მოჰყვება ქვეყანაში შემოსვლისკენ მიმართული კონკრეტული ქმედებები დანაშაულად ცხადდება.

კანონის პროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტის ბიუროს 10 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინება, ქორწინების იძულების მიზნით პირის დაყოლიება საქართველოში შემოსასვლელად, თუ ამას მოჰყვა ქვეყანაში შემოსვლისკენ მიმართული ქმედებები, დაისჯება – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ..

ცვლილებებით, ქორწინების (მათ შორის, არარეგისტრირებულის) იძულება, დაისჯება – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

კანონპროექტით კონკრეტდება, რომ თუ ზემოთ აღნიშნული ქმედება ჩადენილი იქნება – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; არაერთგზის; ოჯახის წევრის მიმართ; გენდერის ნიშნით, დაისჯება – თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

კომენტარები

სხვა სიახლეები