„ზალიკო ბერგერს და დემნა გვასალიებს რომ იმატებ და ელიტა გგონია, აი ეგ დონე გაქვს შენ და ეგ ინტელექტი“ – რა მიწერა ნელი დოროყაშვილმა ნიკოლოზ ბასილაშვილს
ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის სასამართლო დავა ურთიერთბრალდებებით გრძელდება. ამ მხრივ კი ნელი დოროყაშვილი აქტიურობს. ბასილაშვილების მხარე კი დეტალებზე არ საუბრობს.
თუმცა, „პრაიმტაიმმა“ გაასაჯაროვა საქმეში არსებული მიმოწერა დოროყაშვილსა და ბასილაშვილს შორის, სადაც დოროყაშვილი ყოფილ მეუღლეს ემუქრება.
„შენთვის მე და ლუკასი აღარ ვარსებობთ თურმე ძალიან დიდი ხანია. ეს მე ვცხოვრობდი ბნელეთში და მჯეროდა…
„მიჩვენე მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ“. შენ ხომ ეს ყველაფერი გკიდია, რამდენს დაიკიდები კიდე, რამდენს მოერევი, დაკიდულიც ხარ და გადაკიდებულიც. მე და ლუკასი რაღაცნაირად შევეგუებით. ეს შენ შეეგუე და დაიმახსოვრე დღევანდელი რიცხვი, ბლოკნოტში ჩაიწერე შე სკლეროზიანო, რამდენ ხანს გაგრძელდება შენი აღმავლობა. ვაი შე საცოდაო…“,- წერს ნეკა დოროყაშვილი.
ასევე, როგორც გავრცელდა ინფორმაცია, არსებობს ნელი დოროყაშვილის მხრიდან სხვა მიმოწერებიც, რომელიც პირიქით ადასტურებს ფსიქოლოგიურ ძალადობასა და მუქარას ნიკოლოზ ბასილაშვილზე. ბასილაშვილების მხარე კი აღნიშნულის კომენტარებისგან თავს იკავებს.
წყარო:პრაიმტაიმი