ცნობილი ქართველი მსახიობი, მიშა გომიაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ოჯახის ახლობელი ამბობს, მას ფილტვზე პრობლემები ჰქონდა და კლინიკაში მკურნალობდა, სადაც გარდაიცვალა.
მსახიობი ბოლო პერიოდში თავს სუსტად გრძნობდა. როგორც თავად აღნიშნავდა, ბევრს ვეწევი, ხშირად ვიღლებიო…
მიხეილ გომიაშვილს შესრულებული აქვს არაერთი ცნობილი როლი და მიღებული აქვს როგორც ქართული ასევე საერთაშორისო პრიზები.