„რას ვიზამთ, ცხოვრება ასეთია…“ – რატომ აუქმებს თამარ გვერდწითელი რუსეთში დაგეგმილ კონცერტებს?

თა­მარ გვერდწი­თე­ლი რუ­სეთ­ში და­გეგ­მილ კონ­ცერ­ტებს ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით აუქ­მებს – რას წე­რენ მისი გულ­შემ­ტკივ­რე­ბი?

რუ­სეთ­ში და­ი­წყეს ე.წ. შავი სი­ე­ბის შედ­გე­ნა. მათ­ში შეჰ­ყავთ ის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მიერ და­წყე­ბულ ომს “სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია“ არ უწო­დეს და მისი და­წყე­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტეს. ამ თე­მა­ზე ambebi.ge-ზე დღეს გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია. რო­გორც ირ­კვე­ვა, პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის “შავ სი­ა­ში” რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი­დან მხო­ლოდ ვა­ლე­რი მე­ლა­ძე მოხ­ვდა, რად­გან მან რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში პუ­ტი­ნის შეჭ­რა გა­აპ­რო­ტეს­ტა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იმ დღე­ებ­ში ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნებ­და თვალს, თუ რა პო­ზი­ცი­ას და­ი­კა­ვებ­დნენ რუ­სეთ­სი მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი. თამ­რი­კო გვერდწი­თე­ლი აღ­მოჩ­ნდა ის მომ­ღე­რა­ლი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დუ­მი­ლი არ­ჩია, მე­ტიც, 6 მარტს კრემ­ლის დარ­ბაზ­ში და­ა­ნონ­სე­ბულ კონ­ცერ­ტზე გა­მომ­სვლელ­თა სი­ა­შიც მოხ­ვდა. მას შემ­დეგ, რაც აქ­ტი­ვის­ტმა გიგა მა­ქა­რაშ­ვილ­მა თბი­ლის­ში ფი­ლარ­მო­ნი­ის წინ მისი ვარ­სკვლა­ვი უკ­რა­ი­ნის დრო­შის ფე­რებ­ში შე­ღე­ბა, გვერდწი­თე­ლის გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა გან­ცხა­დე­ბა, რომ ის კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას აღარ მი­ი­ღებ­და. ამის მი­ზე­ზად კი, მა­ნაც ქეთა თო­ფუ­რი­ას მსგავ­სად ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი მო­ი­მი­ზე­ზა.

უკვე ორი დღეა რაც რუ­სე­თის მთავ­რო­ბამ მო­სახ­ლე­ო­ბას “ინ­სტაგ­რამ­ზე” წვდო­მა შე­უ­ზღუ­და. რუსი ვარ­სკვლა­ვე­ბი სა­კუ­თა­რი გვერ­დე­ბი­დან მიმ­დევ­რებს “ვკონ­ტაქ­ტე­სა“ და “ტე­ლეგ­რამ­ზე” ეპა­ტი­ჟე­ბი­ან. გვერდწი­თე­ლის “ინ­სტაგ­რამ­გვერ­დზე” 24 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია.

სა­მა­გი­ე­როდ, აქ­ტი­უ­რია “ვკონ­ტაქ­ტე­ზე“ გვერდწი­თე­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი, სა­დაც ყო­ველ­დღი­უ­რად ქვეყ­ნდე­ბა ინ­ფორ­მა­ცია მომ­ღერ­ლის კონ­ცერ­ტე­ბის გა­და­დე­ბის შე­სა­ხებ.

“ყუ­რა­დღე­ბა! კონ­ცერ­ტი გა­და­ი­დო, ახა­ლი თა­რი­ღი და­ზუს­ტდე­ბა!“

“იძუ­ლე­ბუ­ლი ვართ გაც­ნო­ბოთ, რომ თა­მა­რა გვერდწი­თე­ლის სოლო სპექ­ტაკ­ლი “ადა­მი­ა­ნის ხმა”, რო­მე­ლიც 29 მარტს 19:00 სა­ათ­ზე უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, გა­უქ­მე­ბუ­ლია.

კო­მენ­ტა­რე­ბით ცხა­დად ჩანს, რომ მომ­ღერ­ლის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ფრი­ად უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი არი­ან და წე­რენ, რომ მომ­ღერ­ლის კონ­ცერ­ტე­ბი ოქ­ტომ­ბრამ­დე გა­და­ი­დო.

“რა უნდა გა­ა­კე­თოს? – “ce la vie” – ასე­თია ცხოვ­რე­ბა“ – წე­რენ ისი­ნი.

უკ­რა­ი­ნა­ში ომი 24 თე­ბერ­ვალს და­ი­წყო და სწო­რედ მას შემ­დეგ აგორ­და საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა, რო­დე­საც რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბის შემ­სრუ­ლებ­ლებ­მა კონ­ცერ­ტე­ბის გა­მარ­თვა­ზე უარი თქვეს და პუ­ტი­ნის ქმე­დე­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტეს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ თა­მარ გვერდწი­თელ­მა უარი თქვა 6 მარტს კრემ­ლის დარ­ბაზ­ში სიმ­ღე­რა­ზე, თუმ­ცა მას არ გა­უ­უქ­მე­ბია კონ­ცერ­ტი 3 მარტს მოს­კო­ვის თე­ატ­რში.

“მშვე­ნი­ე­რი დღე დას­რულ­და სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის თა­მა­რა გვერდწი­თე­ლის ბრწყინ­ვა­ლე შეს­რუ­ლე­ბით…

მომ­ღერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ღა­მო­ზე პირ­ველ მოქ­მე­დე­ბა­ში გაჟ­ღერ­და მო­ნო­ო­პე­რა “ადა­მი­ა­ნის ხმა“, მე­ო­რე­ში შარლ აზ­ნა­უ­რის, ედიტ პი­ა­ფის, მი­შელ ლეგ­რა­ნის ფრან­გუ­ლი ჰი­ტე­ბი! უბ­რა­ლოდ, მო­უს­მი­ნეთ მუ­სი­კის, ხმის და ნი­ჭის ამ ღვთა­ებ­რივ კომ­ბი­ნა­ცი­ას!“ – ვკი­თხუ­ლობთ 5 მარტს მომ­ღერ­ლის “ვკონ­ტაქ­ტეს“ ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში…

წყარო: https://www.ambebi.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები