25 წლის ვიტალი სკაკუნი უკრაინის გმირად იქცა – „მან დავალება შეასრულა“…

უკრაინული მედია კიდევ ერთი გმირის, 25 წლის ვიტალი სკაკუნის შესახებ წერს. ინტერნეტ გამოცემა „ობიზრევატელი“ ყვება, რომ ახალგაზრდა მეომარმა სამშობლოსთვის სიცოცხლე გაწირა. ის რუსულ საოკუპაციო ძალებს ტერნოპოლის ოლქში ქალაქ ბერეჟანში ებრძოდა. 35-ე ბრიგადის მესაზღვრემ, ვიტალი სკაკუნმა გენიჩესკის საავტომობილო ხიდი ააფეთქა, რომელზედაც რუსული სამხედრო ტექნიკა უნდა გასულიყო.
უკრაინული მედია წერს, რომ მეომარმა, რომელიც უკრაინაში რუსული ჯარების შეჭრის პირველივე დღიდან იბრძოდა, კარგად იცოდა, რომ ამ ოპერაციის შესრულება, შესაძლოა, მისთვის საბედისწერო ყოფილიყო. მან დავალება შეასრულა, თუმცა, დანაღმული ადგილიდან გამოსვლა ვეღარ მოასწრო…
„მან ადგილიდან დაგვირეკა და გვითხრა, რომ ხიდის აფეთქებას ახერხებდა, ძალიან მალე გაისმა კიდეც აფეთქების ხმა…ის ახლა უკრაინის გმირია“ – ყვება მისი თანამებრძოლი ვიტალი.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები