პოლ მაკარტნი უკრაინელებს მიმართავს – “გიგზავნით ჩვენს სიყვარულს და მხარდაჭერას”

ლეგენდარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, პოლ მაკარტნიმ უკრაინის მოვლენების მიმართ თავისი დამოკიდებულება სოციალური ქსელით გამოხატა. The Beatles ჯგუფის წევრმა ტვიტერში გამოაქვეყნა ფოტო კონცერტიდან, რომელიც კიევში, მაიდანზე 2008 წელს გაიმართა. მაკარტნი უკრაინელი ხალხის მხარდამჭერ სტატუსში წერს:
„ვიხსენებ 2008 წელს, მაიდანს, როდესაც უკრაინელი მეგობრებისთვის კონცერტი ჩავატარეთ და ამ რთულ დროს, ვფიქრობ მათზე. ჩვენ ვუგზავნით ჩვენს სიყვარულს და მხარდაჭერას, #SandWithUkraine ½“.

კომენტარები

სხვა სიახლეები