მიუნხენის ოპერის თეატრმა ანა ნეტრებკოსა და ვალერი გერგიევთან თანამშრომლობა შეწყვიტა

მიუნსენის სახელმწიფო ოპერის თეატრმა (Bayerische Staatsoper – ბავარიის სახელმწიფო ოპერა) უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო რუს საოპერო მომღერალ ანა ნეტრებკოსა და დირიჟორ ვალერი გერგიევთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ამის შესახებ ოპერის დირექტორი სერჟ დორნი იუწყება.

“უკრაინაში რუსეთის საშინელი აგრესიის ფონზე და მისგან ვალერი გერგიევისა და ანა ნეტრებკოს არასაკმარისი დისტანცირების გამო ბავარიის სახელმწიფო ოპერა წყვეტს მათთან თანამშრომლობას”, – წერს დორნი  Twitter-ზე.

Instagram-ზე ნეტრებკომ 27 თებერვალს დაწერა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების წინააღმდეგია. ამასთან, აღნიშნა, რომ “აიძულო არტისტები და სხვა საზოგადო მოღვაწეები საჯაროდ გამოთქვან თავიანთი პოლიტიკური  შეხედულებები და დაგმონ თავიანთი სამშობლო – მიუღებელია!”. ანა ნეტრებკო ბავარიის ოპერასთან 2003 წლიდან თანამშრომლობს. 2012 წელს ის იყო ვლადიმირ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი საპრეზიდენტო არჩევნებზე.

ვალერი გერგიევი მიუნხენის ფილარმონიის მთავარი დირიჟორის თანამდებობიდანაც გაათავისუფლეს.

პარიზის ფილარმონიამ გააუქმა მარინის თეატრის ორკესტრის კონცერტები გერგიევის ხელმძღვანელობით. კარნეგი ჰოლმა ნიუ იორკში გააუქმა გერგიევისა და პიანისტ დენის მაცუევის გამოსვლა, რომელიც რამდენიმე დღის წინ უნდა გამართულიყო.

ასევე ლონდონის ლონდონის სამეფო ოპერის თეატრმა Covent Garden-მა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო დიდი თეატრის არტისტების გასტროლებს ვეღარ მიიღებს.

წყარო: https://ghn.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები