მილა იოვოვიჩის ემოციური მიმართვა – რუსეთი ჩემს ქვეყანას და ხალხს ბომბავს!

ამერიკელმა მსახიობმა და მოდელმა, რომელიც წარმოშობით კიევიდან არის, უკრაინის მხარდამჭერი ემოციური მესიჯი ინსტაგრამის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.
„გულგატეხილი და შეძრწუნებული ვარ მომხდარით. ვცდილობ, გავიაზრო ის, თუ რა ხდება დღეს ჩემს სამშობლოში, უკრაინაში. ჩემს ქვეყანას და ხალხს დღეს ბომბავენ, ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები იმალებიან. ჩემი სისხლი და ჩემი ფესვები მოდის როგორც რუსეთიდან, ასევე უკრაინიდან. მე ახლა ორ ნაწილად ვიხლიჩები. თვალს ვადევნებ განვითარებულ საშინელებას, ქვეყნის ნგრევას, ოჯახების დევნილობას, რომელთა მთელი ცხოვრებაც განადგურებულია“, – წერს მსახიობი.
იოვოვიჩმა გაიხსენა მისი მამის სამშობლოს, იუგოსლავიის ომიც და ტრაგედია, რომელიც მის ოჯახს გადახდა -ტრავმები და ტერორი.
„ომი ყოველთვის ომია. სახეზე არიან ქვეყნების ლიდერები, რომლებსაც მშვიდობის მოტანა არ შეუძლიათ…იმპერიალიზმის უსაზღვრო ძალის მსხვერპლი კი ყოველთვის ხალხია, რომელიც მძიმე საფასურს სისხლითა და ცრემლებით იხდის”, – წერს იგი.

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები