მადონას მიერ გამოქვეყნებულ რგოლში პუტინი ადოლფ ჰიტლერს შეადარეს (ვიდეო)

პოპვარსკვლავმა მადონამ სოციალურ ქსელში მისი თაყვანისმცემლის მიერ მომზადებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, სადაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ადოლფ ჰიტლერთან არის შედარებული.

რგოლს დართული აქვს მომღერლის კომენტარი, სადაც ის თავის პოზიციას გამოხატავს:„პუტინმა ადამიანის უფლებათა ყველა შეთანხმება დაარღვია, რაც კი არსებობს. მას არა აქვს უფლება, უკრაინის წაშლა სცადოს. მხარს გიჭერთ, პრეზიდენტო ზელენსკი“, – წერს მადონა და აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელ ქვეყანაზე რუსეთის აზრსმოკლებული თავდასხმა დროულად უნდა შეჩერდეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები