შონ პენი უკრაინაში ჩავიდა – ოსკაროსანი მსახიობი და რეჟისორი რუსეთის აგრესიაზე ფილმს იღებს

ცნობილი ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი, ოსკაროსანი შონ პენი უკრაინაში ჩავიდა. ის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიისა და პუტინის ჯარების დანაშაულებების შესახებ ფილმს იღებს.

ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

წყაროს ცნობით, რეჟისორს სურს, მსოფლიოს ქვეყანაში რუსეთის უკანონო ინტერვენციის შესახებ სიმართლე მოუყვეს.

“შონ პენი დღეს მათ შორისაა, ვინც უკრაინას მხარს უჭერს. ჩვენი ქვეყანა მისი მხრიდან ასეთი გამბედაობის გამოვლენის გამო მადლიერია. მან გვაჩვენა ის გამბედაობა, რომელიც ბევრ სხვას, განსაკუთრებით დასავლელ პოლიტიკოსებს აკლიათ. რაც უფრო მეტი ასეთი ადამიანი იქნება, უკრაინის ნამდვილი მეგობრები, რომლებიც თავისუფლებისთვის ბრძოლას მხარს უჭერენ, მით უფრო სწრაფად იქნება შესაძლებელი რუსეთის უკანონო თავდასხმის შეჩერება”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ შონ პენი უკრაინაში ჯერ კიდევ 2021 წლის 24 თებერვალს ჩავიდა. დოკუმენტური ფილმის მომზადებისას, ის აზოვის ზღვას ეწვია და უკრაინელ სამხედროებს გაესაუბრა. მოგვიანებით კი, საკუთარი გეგმები ადგილობრივ ჟურნალისტებს გააცნო.

კომენტარები

სხვა სიახლეები