სწორი კვებით სიცოცხლეს 13 წლით გაიხანგრძლივებთ

ალბათ, ხშირად გსმენიათ ანდაზა თქვენ ხართ ის, რასაც ჭამთ… მაგრამ გვეხმარება თუ არა ეს სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდაში? ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ეს მართლაც ასეა —სწორი კვების დაცვით, სიცოცხლეს გაიხანგრძლივებთ. ხოლო რაც უფრო ადრე დაიწყებთ ამაზე ზრუნვას, მით უკეთესი შედეგი გექნებათ.

 

ხორცი ბოსტნეულით ჩაანაცვლეთ

სწორი კვების დროს მეტი ხილის, ბოსტნეულის, პარკოსნების, მარცვლეულისა და თხილის მიღებით, სიცოცხლის გახანგრძლივების ალბათობა არსებობს.

20 წლის ასაკში დაწყებული სწორი კვების შედეგად, ქალები სიცოცხლეს 10 წელზე მეტით, ხოლო მამაკაცები 13 წლით იხანგრძლივებენ. ეს უფრო მაღალი ასაკის მქონე ადამიანებისთვისაც ეფექტურია. 60 და მეტი წლის ქალებს, ამ მეთოდით სიცოცხლის რვა წლით გახანგრძლივება, ხოლო მამაკაცებს — 9 წლით შეუძლიათ.

ცვლილება დაგვიანებული არასდროს არის

მცენარეულ დიეტის დაცვით, 80 წლის მოხუცებიც კი დადებით შედეგებს მიიღებენ და ისინი სიცოცხლეს 3.5 წლით გაიხანგრძლივებენ.

კვლევის თანახმად, სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას ყველაზე მეტად ხელს პარკოსნების მიღება უწყობს. აქ იგულისხმება ლობიო, ბარდა, ოსპი, მარცვლეული, თხილეული, როგორიცაა ნიგოზი, ნუში, პეკანი და ფისტა. ეს ყველაფერი კი მარცვლეული ცილების გარდა, ჯანსაღ ცხიმებს, ვიტამინებს, მინერალებსა და ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რომლებიც, თავის მხრივ, ქრონიკული დაავადებების დაბალ რისკთან არის დაკავშირებული.

ხოლო ნაკლები წითელი და დამუშავებული ხორცის მიღება, როგორიცაა ბეკონი, ძეხვი და დაკონსერვებული კერძები, ასევე ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას. ჯანმრთელობის რისკებს, მათ შორის გულის კორონარული დაავადებებსა და ნაწლავის კიბოს, კი ამცირებს. მათ ნაცვლად, თევზისა და მცენარეული ცილების მიღება შეგიძლიათ, როგორიცაა, მაგალითად: სოიო, ოსპი, ქინოა და ბროკოლი. გარდა იმისა, რომ სწორი კვების დაცვით თქვენ სიცოცხლეს გაიხანგრძლივებთ, ასე გარემოსა და ცხოველებსაც დაეხმარებით. ამ შედეგების მისაღებად კი ნორვეგიის მკვლევართა ჯგუფმა გლობალური დაავადებების მონაცემთა ბაზა გამოიყენა და შექმნილი მოდელი, Food4HealthyLife-ის სახელით, ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა.

რუბრიკას ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო.

კომენტარები

სხვა სიახლეები