“სკანდალი სამეფო ოჯახში” – მამა შვილზე უარს ამბობს, ხოლო ყოფილ მეუღლეს სოცქსელების გაუქმებას სთხოვს

 

მალაიზიის ყოფილ  მეფეს მუჰამედსა და  მის ყოფილ მეუღლეს შორის  უთანხმოება გრძელდება.

მუჰამედი ყოფილ მეუღლეს ოქსანა ვოევოდინაა  300 ათასი დოლარს სთავაზობს რათა შვილს ლეონს არ ქოდეს კონტაქტი მამასთან და გააუქმოს სოციალური ქსელები ოქსანამ.

ამის მიზეზი კი ოქსანას სილამაზის კონკურსში მონაწილეობა და ოქსანას მიერ ქორწინების ფოტოების გავრცელება გახდა, რომელიც საიდუმლო უნდა ყოფილიყო.

როგორც აღმოჩნდა მეფეს არ სურდა გაეგო საზოგადოებას მემკვიდრის არსებობის შესახებ, რომელიც სხვა სარწმუნოების ქალისგან ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ის მეფე აღარ არის, ისევ აპირებს ამ ტიტულის დაბრუნებას რაშიც ხელს შეუშლის მემკვიდრის არსებობა.

მუჰამედმა ყველა ინტერვიუში, რომლებიც დასავლურ პრესას მისცა, თქვა, რომ ლეონი მისი შვილი არ იყო და მემკვიდრეობის საკითხი დღის წესრიგში არ იდგა. მალაიზიის მმართველის თქმით, ლეონ ისმაილი შეიძლება იყოს ნებისმიერი აზიელი ადამიანის შვილი.

ვოევოდინა უჩიოდა მუჰედს  და ითხოვდა, რომ მამა შვილს დახმარებოდა. მან კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა შვილის სურათები, რომელიც ძალიან ჰგავს მუჰამედ V-ს. ოქსანამ მუჰამედ V-ს სახლის ყიდვაც მოსთხოვა, რადგან ბავშვი იზრდებოდა და მას სრულფასოვანი პირობები სჭირდებოდა.

„როგორ ფიქრობს ის, ვინ ვარ მე? ბილ გეითსი?“ – ასე გამოეხმაურა მუჰამედი მოთხოვნას.
მეფე პირობებს არ ცვლის მას სურს რომ იქსანამ გააუქმოს სოციალური ქსელები და მეფე შვილისგან შორს იყოს ამის სანაცვლოდ კი ის ოქსანას   ყოველ თვე გადაუხდის  100 000 დოლარს და ლეონის ანგარიშზე შეიტანს 300 000 დოლარს, რასაც ლეონი სრულწლოვნების შემდეგ გამოიყენებს.

ოქსანა  არ ეთანხმება ყოფილი ქმრის პირობებს და მზად არის დაიცვას შვილის უფლებები სასამართლოში.

კომენტარები

სხვა სიახლეები