საუკეთესო პერიოდები საქმეების დასაწყებად და პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის – 2022 წლის მთავარი ასტროლოგიური მოვლენები  

2022 წელი სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნე­ბით იქ­ნე­ბა დატ­ვირ­თუ­ლი. წლის მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტაა იუ­პი­ტე­რი – “დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის” პლა­ნე­ტა, რო­მე­ლიც გვა­ი­მე­დებს, რომ წელი შე­და­რე­ბით უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე წინა. თუმ­ცა, ჯერ წლის მთა­ვა­რი მოვ­ლე­ნე­ბი გან­ვი­ხი­ლოთ და დას­კვნე­ბი მერე გა­მო­ვი­ტა­ნოთ.

ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ახა­ლი წელი 20 მარტს, 19:33-ზე, გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბა­ზე დად­გე­ბა. გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბამ­დე წლის მმარ­თვე­ლი ჯერ კი­დევ სა­ტურ­ნი იქ­ნე­ბა, მერე ჩა­ი­ბა­რებს მმარ­თვე­ლო­ბას იუ­პი­ტე­რი. ამი­ტომ ორ­მა­გად გა­უ­მარ­თლებთ თევ­ზე­ბი­სა და ვერ­ძის ნი­შა­ნე­ბის. მოვ­ლე­ნებს ცოტა წინ გა­ვუს­წრებ და გე­ტყვით, რომ 2023 წელი იქ­ნე­ბა მარ­სის და მეტი აქ­ტი­უ­რო­ბა მოგ­ვე­თხო­ვე­ბა. სა­სურ­ვე­ლია, წელს იუ­პი­ტე­რის სა­ჩუქ­რე­ბი, გა­მარ­თლე­ბე­ბი, შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი კარ­გად მი­ვი­ღოთ და მომ­დევ­ნო წლი­დან გა­ვაქ­ტი­ურ­დეთ სა­სურ­ვე­ლის მი­საღ­წე­ვად. იუ­პი­ტე­რი თევ­ზებ­ში გა­და­ვი­და 2021 წლის 29 დე­კემ­ბერს (2021 წლის ზა­ფხულ­ში ცოტა ხნით იყო უკვე თევ­ზებ­ში). 11 მა­ისს ცოტა ხნით ეს­ტუმ­რე­ბა ვერძს და მერე ისევ და­უბ­რუნ­დე­ბა თევ­ზებს, სა­ნამ 20 დე­კემ­ბერს სა­ბო­ლო­ოდ არ გა­და­ვა ვერ­ძში.

სა­ინ­ტე­რე­სო დღეა 12 აპ­რი­ლიც, როცა იუ­პი­ტე­რი ნეპ­ტუნს შე­უ­ერ­თდე­ბა. ას­პექ­ტის გავ­ლე­ნას ვიგ­რძნობთ 25 მარ­ტი­დან პირ­ვე­ლი მა­ი­სის ჩათ­ვლით. ასე­თი შე­ერ­თე­ბა 2009 წელს გვქონ­და. გა­იხ­სე­ნეთ, რა იდე­ა­ლე­ბი გქონ­დათ, რა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, ამ შე­ერ­თე­ბამ ადა­მი­ა­ნებ­ში ახა­ლი იდე­ა­ლე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნოს, ან დიდი ტყუ­ი­ლი, ბუნ­დო­ვა­ნე­ბა.

2022 წლის 12 ივ­ნისს გვე­ლის პლა­ნე­ტე­ბის აღ­ლუ­მი. ეს არის მოვ­ლე­ნა, როცა პლა­ნე­ტე­ბი (4-ზე მეტი) ერთ ხაზ­ზე დგე­ბა. ეს იქ­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო დღე ყვე­ლა ნიშ­ნის­თვის, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით ტყუ­პის­თვის.
წლის და­სა­წყის­ში, 19 იან­ვარს კარ­მუ­ლი კვან­ძე­ბი იც­ვლი­ან ნი­შანს და ტყუ­პი-მშვილ­დოს­ნი­დან გა­და­დი­ან კურო-მო­რი­ე­ლის ღერძზე, სა­დაც გა­ჩერ­დე­ბი­ან 2023 წლის 17 ივ­ლი­სამ­დე. ამა­ვე ღერძზე გვე­ლო­დე­ბა 4 დაბ­ნე­ლე­ბა – 2 მზის და 2 მთვა­რის. 30 აპ­რილს გვე­ლო­დე­ბა მზის დაბ­ნე­ლე­ბა კუ­რო­ში, 16 მა­ისს მო­რი­ელ­ში – მთვა­რის. 25 ოქ­ტომ­ბერს მზის დაბ­ნე­ლე­ბა გვე­ლო­დე­ბა მო­რი­ელ­ში, 8 ნო­ემ­ბერს მთვა­რის – კუ­რო­ში. ასე­თი დაბ­ნე­ლე­ბა გვქონ­და 18 წლის წინ გა­იხ­სე­ნეთ, რა ხდე­ბო­და ამ პე­რი­ოდ­ში, რა საქ­მე­ე­ბი, პრო­ექ­ტე­ბი გქონ­დათ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ან ზო­გა­დად, რა ხდე­ბო­და თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დღე­ებ­ში, რა­საც “დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფანს” ვე­ძა­ხით, არ და­გეგ­მოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბი, გეგ­მი­უ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბა, არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ ფი­ნან­სუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი. კურო-მო­რი­ე­ლი არის ფი­ნან­სე­ბის, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის, დაგ­რო­ვე­ბე­ბის ღერ­ძი. კუ­რო­ში დაბ­ნე­ლე­ბის დროს გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის, მი­წის ნაკ­ვე­თე­ბის ყიდ­ვის თე­მე­ბი. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სე­ბის. მო­რი­ელ­ში დაბ­ნე­ლე­ბის დროს მო­სა­ლოდ­ნე­ლია მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, ტრანსფორ­მა­ცია ფი­ნან­სურ, ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ში (უფრო დაწ­ვრი­ლე­ბით კურო-მო­რი­ე­ლი ღერძზე მზი­სა და მთავ­რის დაბ­ნე­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ და პროგ­ნოზს 12-ვე ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის­თვის უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შე­მოგ­თა­ვა­ზებთ).

31 ივ­ლისს გვე­ლო­დე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო ას­პექ­ტი ურა­ნი­სა და აღ­მა­ვა­ლი კვან­ძის შე­ერ­თე­ბა. ას­პექ­ტის გავ­ლე­ნას ვიგ­რძნობთ 6 ივ­ლი­სი­დან 28 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით. ურა­ნი უკვე დიდი ხა­ნია კუ­როს ზო­დი­ა­ქო­ში მდე­ბა­რე­ობს. მისი გა­დას­ვლის­თა­ნა­ვე ვამ­ბობ­დი, რომ ფი­ნან­სურ და სა­ბან­კო სფე­რო­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლი სი­ურპრი­ზე­ბე­ბი იქ­ნე­ბო­და. ამ პე­რი­ოდ­ში კი გვე­ლის გლო­ბა­ლურ, სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ტე­მა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი სა­გა­და­სა­ხა­დო და სა­ბან­კო სფე­რო­ში.

თეთ­რი მთვა­რე, ჩვე­ნი მფარ­ვე­ლი 7 თვე­ში ერთხელ იც­ვლის ნი­შანს. 2022 წელს ორ ნი­შანს გა­ივ­ლის: 15 თე­ბერ­ვალს მერ­წყულს ეს­ტუმ­რე­ბა და 16 სექ­ტემ­ბერს თევ­ზებ­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს. მერ­წყულ­ში ყოფ­ნის დროს და­ცუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით კო­ლექ­ტივ­ში, სა­მე­გობ­რო წრე­ში. უნდა ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ იდე­ა­ლებ­ში, სა­მო­მავ­ლო მიზ­ნებ­ში, კო­ლექ­ტი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. თევ­ზებ­ში ყოფ­ნის დროს თეთ­რი მთვა­რე მოგ­ვი­ტანს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, და­ცუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით მის­ტი­კურ, ფსი­ქო­ლო­გი­ურ თე­მებ­ში, თაღ­ლი­თე­ბი­სა და აფე­რის­ტე­ბის­გან.

შავი მთვა­რეც (ლი­ლი­ტი) შე­იც­ვლის ნი­შანს და 15 აპ­რილს გა­დაბ­რძან­დე­ბა კირჩხიბ­ში, სა­დაც დარ­ჩე­ბა 2023 წლის 8 იან­ვრამ­დე, ამ დღეს ლომს ეს­ტუმ­რე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ წლის ბო­ლოს 13 დე­კემ­ბერს, ლი­ლი­ტი და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა პლუ­ტონს და მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ, ფეთ­ქე­ბა­დი და და­ძა­ბუ­ლი ას­პექ­ტია და მოვ­ლე­ნებ­საც შე­სა­ფე­რისს გა­მო­იწ­ვევს. გა­იხ­სე­ნეთ, რა ხდე­ბო­და 9 წლის წინ, როცა ლი­ლი­ტი კირჩხიბ­ში ბრძან­დე­ბო­და. ლი­ლი­ტის კირჩხიბ­ში ყოფ­ნის დროს მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა შე­ი­კა­ვოთ თავი მშობ­ლებ­თან, ნა­თე­სა­ვებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის­გან; ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის დარ­ღვე­ვის­გან. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, ბევ­რმა გა­და­წყვი­ტოს ემიგ­რა­ცია.

2022 წელს გვექ­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე, როცა არ უნდა და­გეგ­მოთ არა­ფე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. შე­იძ­ლე­ბა დე­ტა­ლუ­რად გათ­ვლი­ლი გეგ­მაც კი თავ­და­ყი­რა დად­გეს. მო­ე­რი­დეთ ამ დღეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბას, მგზავ­რო­ბას, ექ­სტრიმს; არ და­ნიშ­ნოთ გეგ­მი­უ­რი ოპე­რა­ცია. ასე­თი დღე­ე­ბი გვექ­ნე­ბა: 8, 16 და 23 თე­ბერ­ვალს; 8 მა­ისს, 28 ივ­ლისს, 4-5 და 12 აგ­ვის­ტოს და პირ­ველ ნო­ემ­ბერს.

14 ივ­ნის­სა და 13 ივ­ლისს გვე­ლო­დე­ბა სუ­პერ­სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა. ეს არის მოვ­ლე­ნა, როცა მთვა­რე მაქ­სი­მა­ლუ­რა­დაა მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი დე­და­მი­წას და იმა­ზე მკვეთ­რად ანა­თებს, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რივ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე. ამას­თან, მთვა­რე გან­სა­კუთ­რე­ბულ გავ­ლე­ნას ახ­დენს ადა­მი­ა­ნებ­ზე, მო­მა­ტე­ბუ­ლია ემო­ცი­უ­რო­ბა.

2022 წელი იმი­თა­ცაა სა­ინ­ტე­რე­სო, რომ 12 სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა და 13 ახალმთვა­რე­ო­ბა გვე­ლო­დე­ბა – პირ­ველ აპ­რილს ვერ­ძში და 30-ში – კუ­რო­ში. ამ დღეს გვე­ლო­დე­ბა მზის დაბ­ნე­ლე­ბაც ამი­ტომ, ფრთხი­ლად და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლად უნდა ვი­ყოთ მთე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში – ახალმთვა­რე­ო­ბამ­დე 3 დღით ადრე და 3 დღის შემ­დე­გაც.

გენ­დერუ­ლი პლა­ნე­ტე­ბის – ვე­ნე­რა-მარ­სის შე­ერ­თე­ბა გვე­ლო­დე­ბა ორ­ჯერ: 16 თე­ბერ­ვალს და 6 მარტს. გა­და­ხე­დეთ თქვენს პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებს. უმე­ტე­სო­ბას მო­გინ­დე­ბათ და­წყვი­ლე­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბა ან პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბა. მარ­ტო­ხე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა შეხ­ვდე­ბა თა­ვის სიყ­ვა­რულს. არ­სე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა კი მე­ტად გან­ვი­თარ­დე­ბა. სა­სიყ­ვა­რუ­ლო სფე­რო­ში სა­ბე­დის­წე­რო მო­მენ­ტე­ბი გვექ­ნე­ბა 3 მარტს (ას­პექტს გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა პლუს/მი­ნუს 2 დღე), როცა პლუ­ტო­ნი და ვე­ნე­რა შეხ­ვდე­ბი­ან. ეს არის პე­რი­ო­დი, როცა მო­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ეჭ­ვი­ა­ნო­ბა, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის სურ­ვი­ლი, არ გირ­ჩევთ ფუ­ლის და­ბან­დე­ბას, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას, პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას.

წლის ყვე­ლა­ზე შე­ნე­ბუ­ლი თვე იქ­ნე­ბა სექ­ტემ­ბე­რი, რად­გან ამ თვე­ში 7 რეტ­როგ­რა­დუ­ლი გვე­ყო­ლე­ბა. 29 იან­ვრამ­დე რეტ­როგ­რა­დუ­ლი იქ­ნე­ბა ვე­ნე­რა, მო­ე­რი­დეთ ფუ­ლის და­ბან­დე­ბას, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას, არ გა­ა­ფორ­მოთ ფი­ნან­სუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, მო­ე­რი­დეთ პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­საც და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, არ გირ­ჩევთ ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბას. 14 იან­ვარს რეტ­როგ­რა­დულ ვე­ნე­რას შე­უ­ერ­თდა რეტ­როგ­რა­დუ­ლი მერ­კუ­რი (4 თე­ბერ­ვლამ­დე). ამ პე­რი­ოდ­ში შე­ნელ­დე­ბა სა­ბუ­თებ­თან, მი­მოს­ვლას­თან, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი. საქ­მე­ე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად კარ­გი პე­რი­ო­დია 5 თე­ბერ­ვლი­დან 26 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით. ამ დროს არ გვაქვს არც ერთი რეტ­როგ­რა­დუ­ლი პლა­ნე­ტა. 2022 წელს 16-20 მარ­ტის შუ­ა­ლედ­ში არ და­გეგ­მოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბი, რთუ­ლი დღე­ე­ბია. 10 მა­ი­სი­დან 3 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით ისევ რეტ­როგ­რა­დულ ფა­ზა­ში გა­და­ვა მერ­კუ­რი (მე­სა­მე ფაზა და­ი­წყე­ბა 10 სექ­ტემ­ბერს და დას­რულ­დე­ბა ორ ოქ­ტომ­ბერს და წლის ბო­ლოს, 29 დე­კემ­ბერს მერ­კუ­რი კვლავ რეტ­როგ­რა­დულ სვლა­ში გა­და­ვა 2023 წლის 18 იან­ვრამ­დე). ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­სა­წყე­ბად და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბის­თვის კარ­გი პე­რი­ო­დი და­ი­წყე­ბა 4 ივ­ნისს და გას­ტანს 9 სექ­ტემ­ბრამ­დე. მომ­დევ­ნო პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა 3-22 ოქ­ტომ­ბრის შუ­ა­ლედ­ში.

მარ­სი ტყუპ­ში გა­და­ვა 20 აგ­ვის­ტოს და დარ­ჩე­ბა 2023 წლის 25 მარტს. აქვე მო­უ­წევს რეტ­როგ­რა­დუ­ლი ფაზა, 30 ოქ­ტომ­ბრი­დან 2023 წლის 12 იან­ვრამ­დე. თუ ტყუპ­ში გყავთ ას­ცენ­დენ­ტი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი ან პი­რა­დი პლა­ნე­ტე­ბი მარ­სი გა­ი­ძუ­ლებთ, რომ გა­აქ­ტი­ურ­დეთ, ამოქ­მე­დეთ, მაგ­რამ მო­ე­რი­დეთ სი­ფი­ცხეს, აგ­რე­სი­უ­ლო­ბას. აქვე უნდა გი­თხრათ, რომ მარსს და­ძა­ბუ­ლი ას­პექ­ტი ექ­ნე­ბა ნეპ­ტუნ­თან: 12 ოქ­ტომ­ბერს და 20 ნო­ემ­ბერს. მარ­სი არის აქ­ტი­უ­რო­ბა და ცე­ცხლო­ვა­ნი პლა­ნე­ტა, ნეპ­ტუ­ნი არის წყლის პლა­ნე­ტა, ეს ორი კი ვერ მე­გობ­რობს. ამ დღე­ებ­ში (პლუს/მი­ნუს 2 დღე) მო­ი­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გა­დაღ­ლი­ლო­ბა, გა­ფან­ტუ­ლო­ბა. არ გირ­ჩევთ ფი­ზი­კურ აქ­ტი­უ­რო­ბას, მო­ე­რი­დეთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბას, ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ, თუ ცე­ცხლო­ვან ინ­სტუ­მენ­ტებ­თან ან დე­ტა­ლებ­თან გი­წევთ მუ­შა­ო­ბა.

ვის­თვის იქ­ნე­ბა 2022 წელი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი: გან­ვი­ხი­ლოთ ხუთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პლა­ნე­ტა: პლუ­ტო­ნი, რო­მე­ლიც არის ტრანსფორ­მა­ცია, ყვე­ლა­ფე­რი დრო­მოჭ­მუ­ლის გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი. 2022 წელს პლუ­ტო­ნი გა­ივ­ლის თხის რქის 27-29 გრა­დუსს და გან­სა­კუთ­რე­ბით იმოქ­მე­დებს თქვენ­ზე, თუ ამ გრა­დუ­სებ­ში პი­რა­დი პლა­ნე­ტე­ბი ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი გყავთ. პლუ­ტო­ნის გავ­ლე­ნას იგ­რძნო­ბენ ისი­ნი, ვინც და­ი­ბა­და 16-19 იან­ვარს. უნდა და­ამ­სხვი­ოთ ყვე­ლა­ფე­რი ძვე­ლი და დრო­მოჭ­მუ­ლი და გა­მო­უ­თა­ვი­სუფ­ლოთ ად­გი­ლი ახალ­სა და კარ­გს. 16-10 აპ­რი­ლის, 18-21 ივ­ლი­სი­სა და 19-22 ოქ­ტომ­ბრის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცე­ბის გა­და­ლახ­ვა მო­გი­წევთ. ცვლი­ლე­ბებს ნუ შე­უ­შინ­დე­ბით, დროა, ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლოთ. ენერ­გი­ის მო­ზღვა­ვე­ბას იგ­რძნობთ და მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ 16-19 მარ­ტის, 16-19 მა­ი­სის, 18-21 სექ­ტემ­ბრი­სა და 18-21 ნო­ემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს. გა­მო­ავ­ლი­ნეთ ინი­ცი­ა­ტი­ვა, თა­მა­მად იმოქ­მე­დეთ და გა­ი­მარ­ჯვეთ.

ნეპ­ტუ­ნი – არის სუ­ლი­ე­რე­ბა და შე­მოქ­მე­დე­ბა. მისი დახ­მა­რე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბი ახალს, უჩ­ვე­უ­ლოს შე­იც­ნო­ბენ. 2022 წელს ნეპ­ტუ­ნი გა­ივ­ლის თევ­ზე­ბის 22-26 გრა­დუსს. თუ ამ გრა­დუ­სებ­ში პი­რა­დი პლა­ნე­ტე­ბი ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი გყავთ, გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რძნობთ ნეპ­ტუ­ნის გავ­ლე­ნას. ამას­თან, ის იმოქ­მე­დებს მათ­ზე, ვინც და­ი­ბა­და: 11-16 მარ­ტის შუ­ა­ლედ­ში. გა­გიმ­ძაფ­რდე­ბათ ინ­ტუ­ი­ცია, და­გე­ბა­დე­ბათ ახა­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბი. კარ­გად გა­ერ­კვე­ვით ადა­მი­ა­ნე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ა­ში. 11-16 ივ­ნი­სის, 13-18 სექ­ტემ­ბრი­სა და 12-17 დე­კემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბა მეტი დრო და­უთ­მეთ სუ­ლი­ე­რე­ბას, მოხ­დე­ბა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­ფა­სე­ბა, და­ფიქ­რდე­ბით თქვენს ცხოვ­რე­ბი­სულ მიზ­ნებ­ზე, მის­წრა­ფე­ბებ­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბულ შე­მოქ­მე­დე­ბით აღ­მაფ­რე­ნას იგ­რძნო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც და­ი­ბად­ნენ: 11-15 იან­ვრის, 11-16 მა­ი­სის, 13-18 ივ­ლი­სი­სა და 13-18 ნო­ემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში. გა­მო­ავ­ლი­ნეთ ინი­ცი­ა­ტი­ვა და გა­მო­ი­ყე­ნეთ ყვე­ლა ის შან­სი, რა­საც სამ­ყა­რო თქვენ­თვის გა­მო­ი­მე­ტებს.

ურა­ნი არის თა­ვი­სუფ­ლე­ბის, რე­ფორ­მე­ბის პლა­ნე­ტა 2022 წელს ურა­ნი კუ­როს 11-19 გრა­დუსს გა­ივ­ლის. თუ ამ გრა­დუ­სებ­ში პი­რა­დი პლა­ნე­ტე­ბი ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი გყავთ, გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რძნობთ ურა­ნის გავ­ლე­ნას. 30 აპ­რი­ლი­სა და 9 მა­ი­სის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებ­მა მი­ე­ცით სა­კუ­თარ თავს არას­ტან­დარ­ტუ­ლად და პროგ­რე­სი­უ­ლად მოქ­მე­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ურა­ნი და­გეხ­მა­რე­ბათ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მე­ბი ჩა­ა­ტა­როთ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში, სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში. 30 იან­ვრი­დან 7 თე­ბერ­ვლის, 3-11 აგ­ვის­ტოს და 3-11 ნო­ემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს გე­ლით სე­რი­ო­ზუ­ლი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია, საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, ინ­ტე­რე­სებ­ში, ჰო­ბი­ში. უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ იმის­გან, რაც აღარ გჭირ­დე­ბათ. ურა­ნი და­გეხ­მა­რე­ბათ ცხოვ­რე­ბის უკე­თე­სო­ბის­კენ შე­საც­ვლე­ლად მათ, ვინც და­ი­ბა­დეთ: პირ­ვე­ლი-9 მარ­ტის, 2-10 ივ­ლი­სის, 3-11 სექ­ტემ­ბრი­სა და პირ­ვე­ლი-8 იან­ვრის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს. თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში სა­სი­ა­მოვ­ნო ცვლი­ლე­ბე­ბის სიო და­უ­ბე­რავს.

სა­ტურ­ნი – სიბ­რძნი­სა და დის­ციპ­ლი­ნის პლა­ნე­ტა მო­ი­თხოვს, რომ გა­მო­ვავ­ლი­ნოთ მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, მზრუნ­ვე­ლო­ბა, წე­სი­ე­რე­ბა. 2022 წელს ის გა­ივ­ლის მერ­წყუ­ლის 12-25 გრა­დუსს. თუ ამ გრა­დუ­სებ­ში პი­რა­დი პლა­ნე­ტე­ბი ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი გყავთ, გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რძნობთ სა­ტურ­ნის გავ­ლე­ნას. 31 იან­ვრის 14 თე­ბერ­ვლის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს ხში­რად მო­გი­წევთ გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა სა­ტურ­ნის თე­მებ­ში. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მო­გე­თხო­ვე­ბათ მათ, ვინც და­ი­ბა­დეთ: პირ­ვე­ლი-5 აპ­რი­ლის, პირ­ვე­ლი 16 ივ­ნი­სის, 4-18 ოქ­ტომ­ბრი­სა და 3-17 დე­კემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს.

იუ­პი­ტე­რი – გა­ფარ­თო­ე­ბი­სა და დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის პლა­ნე­ტა 2022 წელს გა­ივ­ლის მან­ძილს თევ­ზე­ბის პირ­ვე­ლი გრა­დუ­სი­დან ვერ­ძის მე-9 გრა­დუ­სამ­დე. თუ ამ გრა­დუ­სებ­ში პი­რა­დი პლა­ნე­ტე­ბი ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი გყავთ, გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რძნობთ იუ­პი­ტე­რის გავ­ლე­ნას. წინა წელს კარ­გად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის­თვის იუ­პი­ტე­რი და­ა­ჯილ­დო­ებს ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც და­ი­ბად­ნენ: 19 თე­ბერ­ვლი­დან 29 მარ­ტის ჩათ­ვლით. მზად იყა­ვით სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე­ე­ბის­თვის, ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის. გა­უ­ღეთ კარ­გი ყვე­ლა­ფერ ახალს, სა­ინ­ტე­რე­სოს, შეც­ვა­ლეთ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ. იუ­პი­ტე­რის სა­ჩუქ­რებს მი­ი­ღე­ბენ ისი­ნი, ვინც და­ი­ბად­ნენ: 20 მარ­ტის-29 მა­ი­სის, 22 ივ­ნი­სის-31 ივ­ლი­სის, 24 ოქ­ტომ­ბრის-30 ნო­ემ­ბრი­სა და 22დე­კემ­ბრის-29 იან­ვრის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი.

ეს იყო 2022 წლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბის მოკ­ლე მი­მო­ხილ­ვა, რათა წი­ნას­წარ და­გეგ­მოთ თქვე­ნი საქ­მე­ე­ბი. ყო­ველ თვე­ში, რა თქმა უნდა, ვრცლად მოგ­წერთ თი­თო­ე­უ­ლის შე­სა­ხებ.

წყარო:https://www.ambebi.ge/

 

კომენტარები

სხვა სიახლეები