კალიფორნიაში ქალმა ტყუპები 15 წუთის ინტერვალით გააჩინა, რის გამოც ერთ-ერთი 2021 წელს დაიბადა, ხოლო მეორე 2022 წელს. ადგილობრივი სამედიცინო ცენტრის ცნობით, პირველი ვაჟი დაიბადა, ხოლო ქალს გოგო 15 წუთის შემდეგ შეეძინა.
“საავადმყოფო 2022 წლის პირველ ბავშვს მიესალმება. მისი ტყუპისცალი 15 წუთით ადრე, 2021 წლის 31 დეკემბრის 23:45 საათზე, დაიბადა. რაც იმას ნიშნავს, რომ ტყუპები სხვადასხვა თვეს, დღესა და წელს მოევლინნენ სამყაროს. ამის შანსი კი ორ მილიონში მხოლოდ ერთია”, — ვკითხულობთ სამედიცინო ცენტრის პოსტში.
The Trujillo twins born in 2021 and 2022 at Natividad are making national news! Check them out in @people magazine.https://t.co/OsFKmq1hmw
— Natividad (@NMCInspires) January 2, 2022