ქართული ოცნების დეპუტატი, ლადო კახაძე გადაწყვეტილებას, აზარტულ თამაშებზე ასაკობრივი ზღვარი გაიზარდოს, ეთანხმება.
“ასაკიო ბრძანა აქ, 21 წლიდან 25-ზე რატომ ასწიეთო.
პირველი, ის ტვინის უჯრედები, რომელიც პასუხს აგებენ ემოციაზე, ლაბილურნი არიან და ყალიბდებიან დროთა ვითარებაში, მედეგნი ხდებიან გარკვეული დროის განმავლობაში და თავის თავზე დოლაბის დატრიალების მერე.
25 წელი კი არადა, ჩემი ნება რომ იყოს, 30 წლამდე ავწევდი შეზღუდვის ასაკს. იმიტომ, რომ საქართველოში 40 წლის კაციც ბავშვად ითვლება მშობლის ფრთის ქვეშ, ეს ტრადიცია სამხრეთელებს გვაქვს”, – თქვა ლადო კახაძემ.
სხვა სიახლეები