გიორგი სახვაძე: „ამდენი ადამიანი იღუპება და ერთადერთი საშველი, რაც გვაქვს გადარჩენისთვის – აცრაა“

„ორი დოზით ვაქცინირებული ვარ. „ფაიზერის” აცრა გავიკეთე. ასეთი რთული მდგომარეობაა მსოფლიოში, ამდენი ადამიანი იღუპება და ერთადერთი საშველი, რაც გვაქვს გადარჩენისთვის, აცრაა და არ უნდა გავიკეთოთ“? – ვეტერანი ხელბურთელი, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მწვრთნელი გიორგი სახვაძე ვაქცინაციის მნიშვნელობას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პანდემიის დასასრულებლად აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს.

„ვფიქრობ, ეს ვაქცინები გამზადებულია მცოდნე მეცნიერების მიერ და რომ დავფიქრდეთ, სიკვდილზე მეტი რა უნდა გვიყოს – ამდენი ხალხი იღუპება კორონავირუსით. ანტივაქსერული ჭორები მე არ ვიცი, წავედი და ავიცერი, იმიტომ რომ სიკვდილის რისკი აუცრელობის დროს ბევრად მეტია.
პანდემიის დასასრულებლად ძალიან მნიშვნელოვანია აცრა. ყველა უნდა ავიცრათ. ახლა უკვე ჩემპიონთა ლიგას რომ ვუყურებ, გადავსებულია სტადიონები და ხალხს პირბადეც აღარ უკეთია, იმიტომ რომ ყველა აცრილია.

მე ვამბობს ასეთ რამეს – კორონავირუსი გამოგვიგზავნა სატანამ, რომ დაგვხოცოს და ღმერთმა გამოგვიგზავნა მაგის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომ გადაგვარჩინოს, მეტი როგორ ვთქვა, არ ვიცი.

მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ აიცრან”,- ამბობს გიორგი სახვაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები