გუჩი თავხელიძე: „პორნოვარსკვლავის ფოტოს დააწერეს, რომ ვირუსოლოგი და ნობელის პრემიის ლაურეატია. ამ ბანერს ყველა კედელზე დააფრიალებენ ანტივაქსერები“

„ამ პორნოვარსკვლავის ფოტოს დააწერეს, რომ ეს არის ჯონათან მონტენიე, ვირუსოლოგი და ნობელის პრემიის ლაურეატი.
ანტივაქსერები ამ ბანერს ყველა კედელზე დააფრიალებენ, თან მარტო საქართველოში არა, მსოფლიოშიც აქტიურად მუშაობს ეს „კლანი”,- წერს სოციალურ ქსელში პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი გუჩი თავხელიძე და პოსტს ურთავს ბმულს, თუ როგორ ამხილეს ერთ-ერთი ანტივაქსერი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის.

ამ პორნოვარსკვლავის ფოტოს დააწერეს, რომ ეს არის ჯონათან მონტენიე – ვირუსოლოგი და ნობელის პრემიის ლაურეატი.
დააფრიალებენ ანტივაქსერები ამ ბანერს ყველა კედელზე, და თან მარტო საქართველოში არა, მსოფლიოშიც აქტიურად მუშაობს ეს „კლანი”. აქვე ბმულს დავურთავ, როგორ ამხილეს ერთ-ერთი აქტიური ანტივაქსერი ფეიკის გავრცელებაში ამ ადამიანის ფოტოს გამოყენებით, დანარჩენი თავად განსაჯეთ, ვის რაში აწყობს ამდენი დროის დახარჯვა მსგავსი ფეიკების შეწებებაზე, რომ ხალხი არ აიცრას და პირიქით – დაპანიკდეს.
ადამიანებო, მეცნიერებას დაუჯერეთ და არა – ფეიკებს.
აიცერით.
P. S. უკვე 5 თვეა, აცრილი ვარ და ჯერ ცოცხალი ვარ. მიყურეთ აუცრელებმა და დამაკვირდით შორიდან, ემანდ რამე არ მომივიდეს. ვარ ალერგიული საკვებზეც და მედიკამენტებზეც. და კიდევ, ბოლო 4 წელია, მეც და ჩემი შვილიც გრიპის აცრით ვიცრებით… მეტი რა გითხრათ“…
https://www.opindia.com/…/naomi-wolf-johnny-sins…/amp/ “,- წერს თავხელიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები