დავით თელია: „ბევრი წუხს ამ ტერმინზე – „კონტროლი“ , არ გვინდა, მასონებმა რომ გაგვაკონტროლონო“

„ბევრი წუხს ამ ტერმინზე – „კონტროლი” … ჩვენ მონები არ ვართო … არ გვინდა, მასონებმა რომ გაგვაკონტროლონო …. ეგ უნდათ მაგათაც, რომ მთელი მსოფლიო გააკონტროლონო ….
გაკონტროლება დაიწყო მილიონ „ლეტ დო ნაშეი ერი“ ,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი დავით თელია სოციალურ ქსელში წერს.

თელია „მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებით საზოგადოების ნაწილის მოსაზრებას ეხმაურება, რომლებიც თვლიან, რომ კოვიდპასპორტის კონცეფცია ადამიანთა კონტროლს ემსახურება. თელიას განმარტებით, წესები და კანონები, რომელთაც ადამიანები ემორჩილებიან, მილიონობით წლის წინ დაიწყო და ერთადერთი, ვინც ამ კანონებს არ ემორჩილება, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრები არიან.

„გვაკონტროლებენ!
ბევრი წუხს ამ ტერმინზეც – „კონტროლი” … ჩვენ მონები არ ვართო …. არ გვინდა, მასონებმა რომ გაგვაკონტროლონო … ეგ უნდათ მაგათაც , რომ მთელი მსოფლიო გააკონტროლონო ….
გაკონტროლება დაიწყო „მილიონ ლეტ დო ნაში ერი“!
პირველი ის, რომ ადამიანს სახელი დაერქვა:„ ზეზვა“!
ამით აკონტროლებდნენ ადამიანს, ის ზეზვა იყო თუ მზია …
ანუ გააკონტროლეს პიროვნება სახელით!… შემდეგ დაიწყო ტომის „გლავარი“ … ამით მთელმა ტომმა იცოდა, რომ ის იყო მეთაური და მის ბრძანებებს უნდა დამორჩილებოდნენ … მეთაურის მერე წამოვიდა მოადგილე, მეცეცხლე, მეწყლე, მონადირე, „საპოჟნიკი“, „ვიკროიშიკი“…. მერე სახლების აშენება დაიწყეს და გაჩნდა, ინჟინერი… მერე გამოქვაბულებში ხატვა – მხატვარი, შემდეგ უკვე სანადირო იარაღების გაკეთება დაიწყეს და ასე შეიქმნა პროფესიები … ყველამ იცოდა, ვინ ვინ იყო და რას აკეთებდა … დროთა განმავლობაში განვითარდა ადამიანთა გონი და თანამედროვე მეთოდებით დაიწყეს გაკონტროლება … პირადობის დამადასტურებელი მოწმობები …. სამსახურებრივი მოვალეობის შემსრულების მოწმობები, წოდებები, ტიტულები…
ერთადერთი, ვინც არ ემორჩილებოდა ამ წესებს, ესენი იყვნენ დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლები , ავტორიტეტები , „ვარი ვზაკონე“ და ა. შ.
მაგრამ ახლა, როდესაც უფრო მეტად განვითარდა ადამიანის გონება, „ვარი ვზაკონებიდან“ დაწყებული, ყველას გააჩნია გასაკონტროლებელი მოწმობები… ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად უფრო მეტად იხვეწება კონტროლის სისტემაც, როგორიცაა ინტერნეტი, მობილური და სხვა მრავალი …
რაის მასონები და ხეოფსის პირამიდა, თუ ძმა ხარ….
„არა„ მწვანე პასპორტს“, არა, „ჟიზნ ვარამ სმერწ პრაკურორამ“…
გმადლობთ “,- წერს თელია.

კომენტარები

სხვა სიახლეები