“შე­სა­ნიშ­ნა­ვია ისევ აქ ყოფ­ნა” – ლეო მესი მეშვიდე ოქროს ბურთის მფლობელი გახდა

არ­გენ­ტი­ნე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, ლეო მესი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ფრან­გუ­ლი პარი-სენ ჟერ­მე­ნის ღირ­სე­ბას იცავს, კა­რი­ე­რა­ში მეშ­ვი­დედ და­სა­ხელ­და მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლად და შე­სა­ბა­მი­სად, მეშ­ვი­დედ გა­და­ე­ცა ფეხ­ბურთში ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დო, ოქ­როს ბურ­თი, რაც რე­კორ­დია.
“შე­სა­ნიშ­ნა­ვია ისევ აქ ყოფ­ნა ორი წლის წინ ვფიქ­რობ­დი, რომ ოქ­როს ბურ­თი უკა­ნას­კნე­ლად მო­ვი­გე. მა­შინ უკვე ადა­მი­ა­ნე­ბი მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, რო­დის და­ვა­ნე­ბებ­დი ფეხ­ბურ­თის თა­მაშს თავს , მაგ­რამ ახლა მე აქ ვარ, პა­რიზ­ში და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ. არ ვიცი არის თუ არა ეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სა­უ­კე­თე­სო წელი. მე ხან­გრძლი­ვი კა­რი­ე­რა მქონ­და, მაგ­რამ ეს ნამ­დვი­ლად იყო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, ბევ­რი კრი­ტი­კის შემ­დეგ არ­გენ­ტი­ნას­თან ერ­თად მო­გე­ბუ­ლი ტი­ტუ­ლით“, – აღ­ნიშ­ნა მე­სიმ სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

კომენტარები

სხვა სიახლეები