ჩრდილოეთ კორეაში ტყავის ლაბადის ტარება იმიტომ აკრძალეს, რომ კიმ-ჩენ ინს ეცვა

ჩრდილოეთ კორეა მოსახლეობას ტყავის ლაბადის ტარებას უკრძალავს. მიზეზად ქვეყნის ლიდერის მიბაძვა სახელდება, რომელიც მის უპატივცემულობად ფასდება.

ქვეყანაში აღნიშნული სამოსის ტარება პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც 2019 წელს კიმ ჩენ ინი ტელევიზიით ტყავის ლაბადით გამოჩნდა.

როგორც ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებაში ამბობენ, აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის დირექტივის ნაწილია, რათა თავად გადაწყვიტონ, თუ ვის შეუძლია ტყავის ლაბადის ტარება.

ტყავის ლაბადის ტარების აკრძალვა არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩრდილოეთ კორეელებს მოდის არჩევანს მმართველი პარტია კარნახობს. ხელისუფლებაში კიმ ჩენ ინის მოსვლიდან სამი წლის შემდეგ– 2014 წელს ქვეყანაში მამაკაც სტუდენტებს დაევალათ თმის შეჭრა ლიდერის სტილის შესაბამისად. 2017 წლის შემდეგ ჩრდილოეთ კორეელებს აეკრძალათ ინის მსგავსი ვარცხნილობის ტარება და მათ 15 შეთავაზებული სტილიდან ერთ–ერთის არჩევის უფლება მისცეს.

გარდა ამისა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ქვეყანაში აკრძალა ვიწრო ჯინსები და სხეულის პირსინგები როგორც “კაპიტალისტური ცხოვრების სტილის” სიმბოლო.

ქვეყანაში არსებობს ე.წ. “მოდის პოლიცია”, რომლის წევრებიც ქუჩაში ნებისმიერ გამვლელს აჩერებენ, თუ მათი ჩაცმულობა ქვეყანაში დადგენილ წესს არ შეესაბამება.

კომენტარები

სხვა სიახლეები