ჯონდო მუზაშვილი: „აცრა აუცილებელია და ყველას მოვუწოდებ, რომ აიცრას“

 

„ძალიან რთული ვითარებაა. ეს პანდემია ყველაფერში ხელის შემშლელია, მით უმეტეს – სპორტში“, – ამის შესახებ სამბოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯონდო მუზაშვილი საუბრობს.
მწვრთნელი იმ სირთულეებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელთა წინაშეც სპორტული სამყარო და, კონკრეტულად, სამბოს ფედერაცია კორონავირუსული პანდემიის დროს დადგა.
„რა თქმა უნდა, აცრილი ვარ. „ფაიზერის“ ვაქცინის ორი დოზა გავიკეთე. ჩემი ოჯახის ყველა წევრიც აცრილია.
აცრა აუცილებელია და ყველას მოვუწოდებ, რომ აიცრას. ძალიან რთული ვითარებაა. ეს პანდემია ყველაფერში ხელის შემშლელია, მით უმეტეს – სპორტში. ჩვენ, მაგალითად, ახალგაზრდული ნაკრები გავუშვით საბერძნეთში. ერთ-ერთს აღმოაჩნდა კოვიდი და მთელი ნაკრები, 17 ბავშვი, შეჯიბრის გარეშე დარჩა. ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდით. ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატზე ცუდად რომ გამოვედით, ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ კორონავირუსი იყო, იმიტომ რომ სათანადოდ ვერ მოვემზადეთ, ხელი შეგვეშალა.
ყველას მოვუწოდებ, მესმის, რომ არიან სკეპტიკურად განწყობილებიც, მაგრამ, ვფიქრობ, ეს ადამიანებიც მალე მიხვდებიან, რომ აუცილებელია აცრა. პირველ რიგში, ჯანმრთელობისთვის და მეორე – იმიტომ, რომ ხელის შემშლელია ყველგან. დღევანდელი ვითარება ასეთია და აუცილებლად უნდა ავიცრათ“, – ამბობს ჯონდო მუზაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები