საბა ლობჟანიძე: ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესია, პირველ რიგში, ჩვენთვის და ჩვენი ახლობლებისთვის

„ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე, ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესია“, – ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე საუბრობს. ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ აუცილებელია საზოგადოების თითოეული წევრის აცრა, რადგან ეს, უპირველესად, მათი ჯანმრთელობისთვისაა სასიკეთო.

„რა თქმა უნდა, აცრილი ვარ, ივლისში გავიკეთე ვაქცინა. ვფიქრობ, ამ ეტაპზე, ვაქცინაცია არის უმნიშვნელოვანესი. ის მნიშვნელოვანია, უპირველესად, ჩვენთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენი ახლობლებისთვის, გარშემომყოფებისთვის.
პანდემიამ სპორტში ბევრი პრობლემა შექმნა. მაგალითად, ვაქცინაციის პროცესის დაწყებამდე, ყველა თამაშის წინ გვიწევდა კოვიდტესტირება. ახლა, რაც აცრები დაიწყო, უკვე აღარ გვაქვს ამის საჭიროება, ვინც აცრილია, ტესტები აღარ სჭირდება.
მოვუწოდებ ყველას, რომ ავიცრათ. ეს ყველაფერი, პირველ რიგში, ჩვენი ჯანმრთელობისთვის კეთდება”,- ამბობს საბა ლობჟანიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები