„ბუბა, ჩვენც გვრცხვენია შენ და პაატა ბურჭულაძე რომ ქართველები ხართ” – გიორგი გამსახურდია

ბუბა, ჩვენც გვრცხვენია შენ და პაატა ბურჭულაძე რომ ქართველები ხართ” – გიორგი გამსახურდიამ ორ მომღერალს ერთი ბრალი დასდო.

ამ განცხადებით გამსახურდიას ვაჟი მომღერალ ბუბა კიკაბიძის ბოლოდროინდელ კომენტარებს ეხმაურება, რომლის თანახმადაც მომღერალი ღიად ამბობდა, რომ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო მას ქართელობის ცხვენია… თუმცა, ბუბას არაფერი უთქვამს, მეგის ქარდავას ფარულ ვიდეოკადრებზე, სადაც ციხეში არსებული წამება და გაუპატიურებაა ასახული.

ამჯერად საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, პოლონეთში საქართველის პოლიციის ატაშე, გიორგი გამსახურდია ბუბა კიკაბიძეს პასუხობს და სოციალურ ქსელში წერს:

“მშვიდობიანი მანიფესტაციების დამრბევ, მოქკავშირის აშუღ ბუბას უთქვამს, მრცხვენია რომ ქართველი ვარო. კი, ბუბა ჩვენც გვრცხვენია შენ და ასენიზატორი რუსული ბანი ბურჭულაძე რომ ქართველები ხართ, უბრალოდ თმენის ვალდებულებაა. ასე მუშაობს დემოკრატია, რას იზამ. #ძირსყველარუსეთუმედაპუტჩისტი” – აღნიშნავს გიორგი გამსახურდია.

მსახიობმა ბუბა კიკაბიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ „სხვა ნანუკას“ ეთერში ისაუბრა. კიკაბიძე ამბობს, რომ მთავრობას სააკაშვილი სასიკვდილოდ ჰყავს გადადებული.

„მიშა ძალიან მიყვარს, ჩანს, რომ გადადეს სასიკვდილოდ, ამას მთელი მსოფლიო უყურებს და რატომ გვარცხვენენ? რატომ ირცხვენენ თავს? მე იმას აღარ ვამბობ, რომ ყოველ წუთში შეიძლება რაღაც დაემართოს ამ ადამიანს, მერე ალბათ დედა შვილს აღარ აიყვანს ხელში. მე უკვე მეზიზღება ტელევიზორის ჩართვა, ვუსმენ ამ უწმაწურ სიტყვებს, გინებას, საზიზღრობას… მრცხვენია რა… მე ჩემი თავის მრცხვენია, რომ ქართველი ვარ.

მიშას ვეტყოდი, რომ ძალიან მიყვარს. მიშამ იმდენი ლამაზი რამ გააკეთა თბილისისთვის, მცხეთისთვის, ბათუმისთვის, რომელი ერთი ჩამოვთვალო შეცდომები ვის არ მოსდის? მიშა მიყვარხარ!“- თქვა ბუბა კიკაბიძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები