29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ყოველთვის ეფექტური არ არის ტრადიციული გზით გამარჯვებისკენ სვლა, თუ იოლი და გაკვალული ბილიკებით ივლით ჩიხში შეხვალთ. დაივიწყეთ ძველი ხერხები და სცადეთ რაიმე განსხვავებული.

კურო

დღეს შეძლებთ ყველაზე რთულ პრობლემებსაც მოუძებნოთ გასაღები. თქვენი გამჭრიახობისა და მოხერხებულობის წყალობით დარწმუნებული იყავით იოლად მოაგვარებთ კონფლიქტებსა თუ გაუგებრობებს.

ტყუპები

დიპლომატიის წყალობით შეძლებთ გარშემომყოფებს სიტუაცია თქვენი თვალით დაანახოთ, თამამდ, ხმამაღლა განაცხადეთ თქვენი მოსაზრებები, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ შემოთავაზებული წინადადება წარუმატებლად მიგაჩნიათ.

კირჩხიბი

ყურადღებით მოისმინეთ თანამოსაუბრის აზრები და რეალურად განსაზღვრეთ რა მიზანი აქვს მას სინამდვილეში. ნუ დაკმაყოფილდებით მხოლოდ ვარაუდებით, ზუსტად უნდა იცოდეთ თუ რა მოლოდინები აქვთ და რა უნდათ თქვენგან.

ლომი

იყავით ფრთხილად და ყურადღებით ჯიუტ და ტოქსიურ ადამიანებთან და ნუ აჰყვებით ემოციებს. ნუ იმოქმედებთ სპონტანურად, იმოქმედეთ მეკავშირეებთან ერთად წინასწარ მოფიქრებული გეგმით.

ქალწული

შეიტანეთ სიახლეები თქვენს ცხოვრებაში, თქვენს საქმიანობაში, ახლა შეგიძლიათ სრულიად შეცვალოთ თქვენი საქმიანი სფერო. რაც მეტად მოცილდებით ჩვეულ გარემოს, რუტინას, მით უფრო საინტერესო გახდება თქვენი რეალობა.

სასწორი

მოსალოდნელია დიდი ცვლილებები უკეთესობისკენ. მოსინჯეთ ახალი იდეები და შეცვალეთ ძველი მეთოდები, ნუ შეგაშინდებათ შეცდომების. მოემზადეთ შემოქმედებითი წინსვლისთვის.

მორიელი

თქვენზე სასიკეთოდ იმოქმედებს სივრცის გადახალისება და კომფორტულად მოწყობა, ყველაფერი რაც თქვენს გემოვნებას შეესაბამება, იქნება ეს მხატვრობა, ხელსაქმე, კულინარია თუ სხვა, კმაყოფილებასა და წარმატებას მოგიტანთ.

მშვილდოსანი

შესაძლებლობა გექნებათ მეტად საინტერესოდ წარმართოთ მოალპარაკებები ადამიანებთან, რომლებთანაც დიდი ისტორია არ გაკავშირებთ, მაგრამ დიდი სიახლეები და პერსპექტივები სწორედ ამ კავშირებით დაიწყება თქვენს ცხოვრებაში.

თხის რქა

მოგიწევთ პასუხისმგებლობა აიღოთ სხვების არასწორად შესრულებულ საქმეზე და დიდი ძალისხმევა დაგჭირდეთ მის მოგვარებაზე, არაფრის შელამაზება არ არის საჭირო, თქვით ის, რაც სინამდვილეშია და მკაცრად და დამაჯერებლად შეასრულეთ ხელმძღვანელის როლი.

მერწყული

მეტი ყურადღება მიაქციეთ თქვენს გარეგნობას რათა თავი უფრო თავდაჯერებულად და მიმზიდველ ადამიანად იგრძნოთ ირგვლივმყოფთა თვალში, შემდეგ კი იაქტიურეთ, გააცანით თქვენი პროექტი საჭირო ადამიანებს და მოიპოვეთ მათი მხარდაჭერა.

თევზები

გადახედეთ მივიწყებულ იდეებს, ოცნებებს, გაიაზრეთ რა შეიძლება იყოს აქედან აქტუალური და მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე და განახლებული გეგმებით ახალ საინტერესო ადამიანეთან ერთად შეუდექით საქმეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები