ლიბანელი ჟურნალისტი ქალი, რომელმაც ტერორისტი გააჩუმა – ვიდეო

მარცხნივ, ჟურნალისტი ქალი, რიმა კარაკია . თავზე მანდილით, როგორც ყოველ დღე, მას საკუთარი პროგრამა მიჰყავს ლიბანურ ტელევიზიაში. მარცხნივ, სტუმარი – ალ სება’ი– ოპინიონისტი, რომლის პოზიციებიც ძალიან ახლოსაა რადიკალური ისლამის პოზიციებთან.

ალ სება’ი სუნიტი მუსულმანია და ტელევიზიაში იმ ქრისტიანებზე სასაუბროდ იქნა მიწვეული, რომლებიც არჩევენ, რომ იზისს შეუერთდნენ.  მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა სასამართლომ მას 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ეგვიპტეში, ჯიჰადისტების ბანაკში ბრძოლის გამო, ის ლონდონში ცხოვრობს პოლიტიკური დევნილის სტატუსით.

,, როგორ სლოგანებს იყენებენ ტერორისტები ქრისტიანების მისაზიდად?’’- ჰკითხა მას კარაკიმ .

მისი შოუ ლიბანურ არხ Al-Jaadeed ზე ერთ-ერთი ყველაზე ყურებადია. ამიტომ, სტუმარი ბუნდოვან საუბარს იწყებს, ისტორიულ ექსკურსს აკეთებს ტერორისტული დაჯგუფებების შესახებ და მათ შორის, იტალიურ ,, წითელ ბრიგადებსაც’’ კი მოიხსენიებს.

ქალი მას აჩერებს. სტუმარი ჟურნალისტს ურჩევს ,,ხმა ჩაიკმინდოს’’ , ხოლო ეს უკანასკნელი უკან არ იხევს და  მკაცრად პასუხობს –,,თუ ორმხრივი პატივისცემა არ იქნება, საუბარი დასრულებულია’’ და ამგვარად კავშირს ასრულებს.

ეს შეხლა-შემოხლითი შოუ რამდენიმე წუთს გაგრძელდა და მაშინვე  ვირუსული გახდა. ყოველი დაკლიკების შემდეგ ტელეშოუს წამყვანი ერთ- ერთ ყველაზე რეიტინგულ ჟურნალისტად იქცა ლიბანის ტელევიაში – ქალთა უფლებების დამცველ ნამდვილ ამორძალად.
წყარო: http://dare.ge

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=bOlpK6Yj5a4[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები