“არ შეიძლება, დედამ გაიგოს ტელევიზიიდან მისი შვილის გარდაცვალების ამბავი, არაა! ასე გაიგო ნიკოს დედამ და ახლა მოფრინავს, საქართველოში არ იმყოფებოდა” – ნინო ზამბახიძე

ნინო ზამბახიძე  ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ამბავს სოციალურ ქსელით ეხმაურება და წერს, რომ მისმა დედამ, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფებოდა, შვილის გარდაცვალების შესახებ ტელევიზიიდან გაიგო:

„უმორჩილესად გთხოვთ ყველა მედიას, გაუფრთხილდეთ ერთმანეთს! მესმის, რომ შეიძლება ექსკლუზივი იყოს მნიშვნელოვანი, მესმის, რომ შეიძლება, არ ენდობოდეთ გამოძიებას, მესმის, რომ გინდათ გააშუქოთ, რაც ხდება ქვეყანაში, მაგრამ: არ შეიძლება, დედამ ნახოს კადრები, როგორ ცხრილავენ შვილს! არ შეიძლება, დედამ გაიგოს ტელევიზიიდან მისი შვილის გარდაცვალების ამბავი, არაა!!! წარმოიდგინეთ თქვენი თავი მშობლების ადგილას და მხოლოდ ასე იმოქმედეთ, გემუდარებით!

ნიკოს დედამ ასე გაიგო მისი ნიკოს გარდაცვალება და ახლა მოფრინავს რადგან საქართველოში არ იმყოფებოდა…“-წერს ნინო ზამბახიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები