17 სექტემბერს მზისა და პლუტონის ზუსტი ტრინი გვაქვს-ასტროლოგის პროგნოზი

17 სექტემბერს მზისა და პლუტონის ზუსტი ტრინი იქნება. ამის შესახებ, ასტროლოგი დავით ნიბლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“17 სექტემბერს მზისა და პლუტონის ზუსტი ტრინი გვაქვს (ჰარმონიული / 120°).

ეს ასპექტი დაგვეხმარება, ნებისმიერ საკითხში სიღრმისეულად გავერკვეთ. გაზრდილი კონცენტრირებისა და ფოკუსირების უნარი ხელს შეგვიწყობს ზუსტი და სწორი შეფასებების გაკეთებაში. გაიზრდება მიზნის მიღწევის სურვილი, რასაც თან ერთვის გამბედაობა, რესურსებისა და პოტენციალის სწორად შეფასების უნარი და სტრატეგიული აზროვნება. ბრწყინვალე ასპექტია ახალი პროექტის დასაწყებად (განსაკუთრებით თუ ფულის კეთებას ეხება). მარტივია საერთო მიზნების მქონე ადამიანებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობის აწყობა-გაუმჯობესებაც. კარგია ასევე ნეგატიური, ზედმეტი, ხელოვნური ელემენტებისგან გათავისუფლებაც. ბანკში ან სადაზღვეოში ზარს ან ვიზიტს თუ გეგმავ, ეს დღე ამისთვისაც მშვენიერი ენერგიის მატარებელია.

თუ მზისა და პლუტონის ტრინი დაბადების რუკაში გაქვს, გახსოვდეს, რომ უზარმაზარი ენერგიისა და ბუნებრივად გასაოცარი ფსიქოლოგიური აზროვნების პატრონი ხარ, რომლითაც შეგიძლია, როგორც საკუთარი, ისე სხვების ცხოვრება შეცვალო უკეთესობისკენ. მთავარია, შეძლო სიღრმეებში ძვრომიალი, მიზნების სწორად შერჩევა-დასახვა და რესურსების ეფექტურად გამოყენება. უშიშარი ხასიათი, ადამიანებზე (და მასებზეც) ზემოქმედების უნარი და სტრატეგიული აზროვნება შენი ძლიერი მხარეებია. ამ ასპექტის წყალობით არც სექსუალურ მიზიდულობასა და დრაივს უნდა უჩიოდე.

არ დაგავიწყდეს, რომ ნებისმიერი ცხოვრებისეული სირთულის მიუხედავად, შენ ყოველთვის შეძლებ ფენიქსივით ხელახლა დაბადებას. არასოდეს ჩამოყარო ყურები, ჩაიხედე შენში შიგნით, იგრძენი ეს ძალა და მაქსიმალურად გამოიყენე შენი პოტენციალი.

როგორი ასპექტები აქვს შენს მზეს?”

კომენტარები

სხვა სიახლეები