შესაძლებელია თუ არა, რომ 1 დღეში მილიონი დოლარი ვიშოვოთ? შესაძლებელია! – ამბობს
ნაპოლეონ ჰილი წიგნში „იფიქრე და გამდიდრდი“ და შემდეგ ისტორიას მოგვითხრობს:
ეს ამბავი ჩემმა საყვარელმა მასწავლებელმა მღვდელმა ფრენკ განსოლუსმა მომიყვა. კოლეჯში სწავლისას განსოლუსმა ამერიკის განათლების სისტემაში უამრავი ნაკლი შენიშნა. იგი თვლიდა, რომ მას შეეძლო ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრა, თუ მას საკუთარი კოლეჯი ექნებოდა.
და მღვდელმა კოლეჯის დაარსების გადაწყვეტილებაც მიიღო. შექმნა პროექტი, სასწავლო გეგმა და სწავლების ახალი მეთოდოლოგია შეიმუშავა. მაგრამ მღვდლის ამ შესანიშნავი იდეის განხორციელებას ერთი დიდი წინააღმდეგობა ედგა წინ. პროექტის განხორციელებას მილიონი დოლარი სჭირდებოდა ! ! !
ნეტავ საიდან უნდა მოეტანა მას ეს უზარმაზარი თანხა? ბევრი იფიქრა, თუ ცოტა იფიქრა, საბოლოოდ ვერაფერიც ვერ მოიფიქრა.
იგი თითქმის ორი წელი ფიქრობდა ამ საკითხზე. ჰქონდა მიზანი და არ სურდა დანებება. ბევრი მის ადგილას დანებდებოდა და იტყოდა: ,, რას იზამ კარგი იდეა იყო, მაგრამ ამის განხორციელება შეუძლებელია. აბა საიდან უნდა ვიშოვო მილიონი დოლარი? “
მაგრამ ეს მღვდელი არ შედიოდა იმ მილიონობით ადამიანში, რომელიც მის ადგილზე ამას გააკეთებდა. მოდით ისტორიის დასასრულის მოყოლა თვითონ მღვდელ განსოლუსს მივანდოთ:
,, ერთხელ შაბათს ჩემს ოთახში ვიჯექი და ისევ ვფიქრობდი, თუ საიდან მომეტანა ჩემი ოცნებების განსახორციელებლად საჭირო ფული. მე თითქმის 2 წელი ვფიქრობდი ამაზე, მაგრამ არაფერს ვაკეთებდი, მხოლოდ ვფიქრობდი !
დადგა მოქმედების დროც.
მივიღე გადაწყვეტილება, რომ ერთ დღეში ვიშოვიდი მილიონ დოლარს. თუ როგორ ეს უკვე აღარ მაღელვებდა. როგორც კი ეს გადაწყვეტილება მივიღე ისეთი ძლიერი სიმტკიცე და თავდაჯერულობა ვიგრძენი, როგორიც არასოდეს მიგვრძვნია. ჩემს თავს ვუთხარი: ნეტა რატომ არ მივიღე ეს გადაწყვეტილება ადრე? რახანია ეს ფული შენ გელოდება!
იმ წუთიდან ყველაფერი შეიცვალა. იმ საღამოსვე დავრეკე გაზეთებში, ყველგან სადაც კი შემეძლო შევატყობინე, რომ ხვალ კვირას წირვის შემდეგ სახალხოდ ვიტყოდი, თუ რას გავაკეთებდი, რომ მე მილიონი დოლარი მქონოდა.
დავწერე ქადაგების ტექსტი და მეორე დღისათვის მოვემზადე. მეორე დილით უკვე მჯეროდა, რომ ჩემს საოცნებო ნატვრას ავიხდენდი და ჩემი კოლეჯი მექნებოდა. ამ ფაქტით ისე ვიყავი აღელვებული, რომ ქადაგების ტექსტის წაღებაც კი დამავიწყდა”.
თუმცა მღვდელი არ დაბნეულა და მან საკმაოდ ძლიერად და შთამბეჭდავად ისაუბრა მისი მიზნის მნიშვნელობაზე ამერიკის საგანმანათლებო სისტემაში.
,,როდესაც დავამთავრე და დავჯექი. უკანა რიგიდან ერთი ახალგაზრდა მამაკაცი წამოდგა, მომიახლოვდა და ხმამაღლა, ყველას გასაგონად მითხრა: მამაო, მე აღრფთოვანებული ვარ თქვენი ენთუზიაზმით. მჯერა, რომ ნამდვილად შეგიძლიათ ეს მიზანი სისრულეში მოიყვანოთ და ჩვენი საზოგადოების განვითარებაში ეს დიდი წვლილი შეიტანოთ. თქვენ ამას გააკეთებთ და გექნებათ კიდეც მილიონი დოლარი ამისათვის. მე შემიძლია მოგცეთ ეს თანხა! გთხოვთ ხვალ დილით შემომიაროთ ჩემს ოფისში. მე ფილიპე დ. არმორი მქვია”.
მეორე დილით ახალგაზრდა განსოლუსი ფილიპე არმორის ოფისში გაემართა სადაც მას მართლაც მისცეს მილიონი დოლარი. ამ ფულით მან “არმორის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაარსა, რომელიც დღეს საკმაოდ პრესტიჟული ,,ილინოისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი”– ის სახელით ფუნქციონირებს . . .
წყარო: http://jolo.ge