ბეისბოლის ამერიკელ მოთამაშეს კრის ბესიტს თავში ბურთი მოხვდა, რომელიც 160 კმ/სთ სიჩქარით მიფრინავდა.
ინციდენტი „ოკლენდისა“ და „ჩიკაგო უაით სოქსის“ მატჩში მოხდა. „ჩიკაგოს“ მოთამაშის დარტყმის შემდეგ ბურთი ბესიტს მარჯვენა თვალის არეში მოხვდა. ბესიტი დაეცა, შემდეგ კი მოედანი საკაცით დატოვა.