ცნობილი ადამიანები “სიყვარულზე”

ყველა მშვენიერებისთვის არსებობს თვალი, რომელიც მას დაინახავს ყოველი სიმართლისთვის ყური, რომელიც მას გაიგონებს და ყოველი სიყვარულისთვის გული რომელიც მას მიიღებს”, – ივან პაპინი.
“მირჩევნია მქონდეს თვალები, რომლებიც ვერ ხედავენ, ყურები რომლებსაც სმენა არ აქვთ, ვიდრე მქონდეს გული, რომელსაც სიყვარული არ შეუძლია”, – რობერტ ტიზონი.
“სიყვარული მომაჯადოვებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე”,- სტენდალი.
“ჭეშმარიტ სიყვარულს არ შეუძლია ლაპარაკი, რადგანაც ჭეშმარიტი სიყვარული მჟღავნდება ქცევით და არა სიტყვებით”, – უილიამ შექსპირი.
“შეყვარებული ადამიანის ბუნება ისეთივე სურნელოვანია, როგორც ყვავილი”, – გოდერძი ჩოხელი.
“ქალი რავარი ასატანია, მარა, რომ გიყვარს რა გინდა რომ ქნა”, -ოტია იოსელიანი.
ვისაც ნამდვილი სიყვარული გამოუცდია მას უგემია თავად სიკვდილიც, ან თუ ღმერთია სადმე ამქვეყნად სიყვარულია ალბათ ის ღმერთიც”, – კონსტანტინე გამსახურდია.
“გიყვარდეს ყველა, ენდე ცოტას, არავის უღალატო”, – უილიამ შექსპირი.
სიყვარული ცხოვრების გვირგვინია, იგი მოიცავს ყველაფერს”, – ბეთჰოვენი.
“სიყვარულს შეიძლება ეწოდოს სამგზის ქურდი: არ ეძინება, გამბედავია და ადამიანს აშიშვლებს”, – სტენდალი.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები