შეიძლება თუ არა აცრა ორსულებისთვის და მეძუძური ქალებისთვის – რას წერს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი

კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ერთ-ერთი აქ­ტუ­ა­ლუ­რი კი­თხვაა – შე­იძ­ლე­ბა თუ არა მისი მი­ღე­ბა ორ­სუ­ლო­ბის დროს, ან რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია თუ არა აცრა მე­ძუ­ძუ­რი დე­დე­ბის­თვის. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ექი­მი, რე­ვაზ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი ფესიბუქის პირად გვერდზე ვრცელ პოსტს  და რე­კო­მენ­და­ცი­ებს აქ­ვეყ­ნებს.

“ვი­ნა­ი­დან კე­თი­ლის­მსურ­ვე­ლე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად, ბოლო დღე­ებ­ში კი გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რად მახ­სე­ნე­ბენ ჩემს საქ­მეს მივ­ხე­დო, აგერ ბა­ტო­ნო, გა­დავ­წყვი­ტე ორ­სუ­ლე­ბის კო­ვიდ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აც­რე­ბის სა­კითხს შე­ვე­ხო, მი­თუ­მე­ტეს ბევ­რი კი­თხვა მომ­დის ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით და თა­ნაც საფ­რან­გეთ­ში, ზუს­ტად წინა კვი­რა­ში, ბევ­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და ორ­სუ­ლე­ბის აც­რებ­ზე.

ჯან­დაც­ვის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ინ­სტან­ცი­ე­ბის მიერ გა­მო­ცხად­და, რომ ორ­სუ­ლო­ბის ვა­დას მნიშ­ვნე­ლო­ბა აღარ აქვს, აცრა დაშ­ვე­ბუ­ლია ორ­სუ­ლო­ბის პირ­ვე­ლი­დან ბოლო ტრი­მესტრის ჩათ­ვლით და მე­ძუ­ძუ­რი დე­დე­ბი­სათ­ვი­საც. აქამ­დე მხო­ლოდ მე­ო­რე და მე­სა­მე ტრი­მესტრში იყო დაშ­ვე­ბუ­ლი აცრა.ერთ ერთი მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტი ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად გახ­და საფ­რან­გე­თის პრე­პა­რა­ტე­ბის ტე­რა­ტო­გე­ნუ­ლი (ანუ ორ­სუ­ლო­ბი­სას სი­მა­ხინ­ჯის თუ და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი ) ეფექ­ტის შემ­სწავ­ლე­ლი ცენ­ტრის დას­კვნა ამ ვაქ­ცი­ნე­ბის შე­სა­ხებ.https://lecrat.fr/spip.php?page=article&id_article=1123

დას­კვნის ტექ­სტი უახ­ლე­სია, ბოლო ვერ­სია 22 ივ­ლი­სით თა­რიღ­დე­ბა. ეს ძალ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა და მათი დას­კვნე­ბი ყო­ველ­თვის გამ­ყა­რე­ბუ­ლია სან­დო სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბით. ეს ტექ­სტი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­ნა­ი­დან ერთ ერთი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შიში კო­ვიდ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბის ნა­ყოფ­ზე (ახალ­შო­ბილ­ზე) რა­ი­მე უარ­ყო­ფი­თი მოქ­მე­დე­ბის ში­შია.

ამ დას­კვნა­ში ჩა­მოთ­ვლი­ლია რა ვაქ­ცი­ნე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა საფ­რან­გეთ­ში ყვე­ლა­ზე ფარ­თოდ,

ესე­ნია – რნმ ვაქ­ცი­ნე­ბი – COMIRNATY® (Pfizer&BioNTech) – SPIKEVAX® (Moderna) და ვექ­ტო­რუ­ლი ვირუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნა -VAXZEVRIA® (AstraZeneca Oxford). აღ­წე­რი­ლია მათი შე­მად­გენ­ლო­ბა. ამას დე­ტა­ლუ­რად არ მო­ვიყ­ვან.

გან­სა­კუთ­რე­ბი­თაა აღ­ნიშ­ნუ­ლი, რომ არც რნმ და არც ვექ­ტო­რულ ვაქ­ცი­ნებს არ გა­აჩ­ნია ორ­გა­ნიზ­მში არც გამ­რავ­ლე­ბის (რეპ­ლი­კა­ცი­ის) და არც ინ­ფი­ცი­რე­ბის (და­ა­ვა­დე­ბის გა­მოწ­ვე­ვის) უნა­რი, შე­სა­ბა­მი­სად არ არ­სე­ბობს სა­შიშ­რო­ე­ბა, დე­დის აც­რის შე­დე­გად ნა­ყო­ფის SARS Cov 2 ით და­ა­ვა­დე­ბი­სა. შემ­დეგ შე­ჯა­მე­ბუ­ლია დღე­ვან­დე­ლი დღი­სათ­ვის არ­სე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო მო­ნა­ცე­მე­ბი და მო­ცე­მუ­ლია რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

რნმ ვაქ­ცი­ნე­ბი
ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, რნმ ვაქ­ცი­ნებს არ გა­აჩ­ნია არც ტე­რა­ტო­გე­ნუ­ლი არც ფე­ტო­ტოქ­სი­უ­რი (ნა­ყოფ­ზე ტოქ­სი­უ­რი) მოქ­მე­დე­ბა. აშშ ში ნე­ბა­დარ­თუ­ლია ორ­სუ­ლე­ბის აცრა ამ ვაქ­ცი­ნე­ბით ნე­ბის­მი­ერ ვა­და­ზე. დღე­ის­თვის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია მო­ნა­ცე­მე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 4000 აც­რი­ლი ორ­სუ­ლის შე­სა­ხებ. ამათ­გან 25% აც­რი­ლია პირ­ველ ტრი­მესტრში, 50% მე­ო­რე­ში და 25% მე­სა­მე­ში. უკვე და­ი­ბა­და 700 ბავ­შვი, ჯან­მრთე­ლო­ბის რა­ი­მე პრობ­ლე­მის გა­რე­შე.

პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ტრი­მესტრის დროს აც­რილ დე­დებს ჯერ არ უმ­შო­ბი­ა­რი­ათ, ამი­ტომ მათ შე­სა­ხებ ყვე­ლა მო­ნა­ცე­მი არაა ჯერ ცნო­ბი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა რნმ ვაქ­ცი­ნე­ბით აც­რილ დე­დებს: სულ აც­რი­ლია 30 000 ორ­სუ­ლი ქალი. ვაქ­ცი­ნე­ბის ტო­ლე­რან­ტო­ბა ისე­თი­ვეა, რო­გორც არა­ორ­სულ ქა­ლებ­ში. 100 მდე ორ­სულ­ში შეს­წავ­ლი­ლია იმუ­ნუ­რი პა­სუ­ხი აც­რის შემ­დგომ, რო­მე­ლიც არ გან­სხვავ­დე­ბა არა ორ­სუ­ლებ­ში იმუ­ნუ­რი პა­სუ­ხის­გან.

ვექ­ტო­რუ­ლი ვირუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნა (ას­ტრა ზე­ნე­კა)
ტოქ­სი­უ­რო­ბის კვლე­ვა ცხო­ვე­ლებ­ში გრძელ­დე­ბა. წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, რა­ი­მე უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა ნა­ყოფ­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლი არაა. რაც შე­ე­ხე­ბა ორ­სულ ქა­ლებს, მათ შე­სა­ხებ კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი ჯერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი არაა. პრაქ­ტი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სით: ორ­სუ­ლო­ბის სურ­ვი­ლი: არა­ნა­ი­რი მოც­და გა­მარ­თლე­ბუ­ლი არაა ორ­სუ­ლო­ბამ­დე რნმ, ან ვექ­ტო­რუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბით აც­რის შემ­დეგ (ანუ აც­რი­დან მა­შინ­ვე შე­იძ­ლე­ბა და­ორ­სუ­ლე­ბა). ორ­სუ­ლო­ბის დად­გე­ნა პირ­ვე­ლი დო­ზით აც­რის შემ­დგომ: უნდა მოხ­დეს პა­ცი­ენ­ტის დამ­შვი­დე­ბა და ახ­სნა გან­მარ­ტე­ბის მი­ცე­მა ტე­რა­ტო­გე­ნუ­რი და ფეტო ტოქ­სი­უ­რი რის­კე­ბის შე­სა­ხებ. არა­ფე­რი არ უშ­ლის ხელს მე­ო­რე დო­ზის გა­კე­თე­ბას და­გეგ­მი­ლი სქე­მის მი­ხედ­ვით.

ორ­სუ­ლი ქა­ლის აცრა:

ორ­სუ­ლის აცრა შე­საძ­ლე­ბე­ლია და გა­მარ­თლე­ბუ­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით რისკ ფაქ­ტო­რე­ბის არ­სე­ბო­ბის დროს (დი­ა­ბე­ტი, ჭარ­ბი წონა, არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია, სა­რის­კო პრო­ფე­სია). არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრინ­ცი­პის თვალ­საზ­რი­სით, უმ­ჯო­ბე­სია რნმ ვაქ­ცი­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, აც­რის სქე­მა უნდა და­ი­წყოს ამე­ნო­რე­ის მე-10 მე-20 კვი­რას შო­რის და რაც შე­იძ­ლე­ბა ადრე, რათა ორ­სუ­ლი სრუ­ლად იქ­ნეს და­ცუ­ლი მე­სა­მე ტრი­მესტრში.

ძუ­ძუ­თი კვე­ბა და აც­რე­ბი:

დღეს დღე­ო­ბით, ძუ­ძუ­თი კვე­ბის პე­რი­ოდ­ში 4000 აც­რი­ლი ქა­ლის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, აც­რას რა­ი­მე უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა არ აქვს ახალ­შო­ბილ­ზე. რნმ ვაქ­ცი­ნე­ბი­სა და ვექ­ტო­რუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბის გა­დას­ვლა რძე­ში არ იყო მო­სა­ლოდ­ნე­ლი და არც და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. არც რნმ და არც ვექ­ტო­რულ ვაქ­ცი­ნებს არ გა­აჩ­ნია ინ­ფექ­ცი­ის გა­მოწ­ვე­ვის პო­ტენ­ცი­ა­ლი და ძუ­ძუ­თი კვე­ბის დროს აც­რი­ლი დე­დის მიერ ახალ­შო­ბი­ლის და­ა­ვა­დე­ბის რის­კი დე­დის რძის გზით არ არ­სე­ბობს. ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მე­ძუ­ძუ­რი ქა­ლის აცრა რნმ ან ვექ­ტო­რუ­ლი ვაქ­ცი­ნით შე­საძ­ლე­ბე­ლია.

ეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­ცე­მუ­ლია საფ­რან­გე­თის­თვის, ემ­ყა­რე­ბა მსოფ­ლიო გა­მოც­დი­ლე­ბას და სა­ქარ­თვე­ლოს რე­ა­ლო­ბა­შიც შე­იძ­ლე­ბა იქ­ნეს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ამას­თან, სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ყვე­ლა ქალ­მა უნდა მი­ი­ღოს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად კომ­პე­ტენ­ტურ მეან-გი­ნე­კო­ლოგ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის შემ­დეგ” – წერს რე­ვაზ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი.

კომენტარები

სხვა სიახლეები