მაშველებს, რომლებიც წყლიდან დამხრჩვალი ქალის ამოსაყვანად გამოიძახეს, წყალში სექს-თოჯინა დახვდათ

იაპონიაში დამხრჩვალი ქალის გადასარჩენად მასშტაბური სამაშველო ოპერაცია ჩატარდა, თუმცა ბოლოს მაშველებმა წყლიდან რეზინის სექს-თოჯინა ამოიყვანეს.

შემთხვევა ქალაქ ჰატინოჰეში მოხდა. გამვლელებმა წყალში მოტივტივე თოჯინა დაინახეს და ადამიანი ეგონათ, ამიტომ სამაშველო სამსახურს დაუკავშირდნენ. ადგილზე პოლიცია, სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები მივიდნენ. როცა მაშველები წყალში შევიდნენ, გაირკვა რომ „ქალი“ რეზინის თოჯინა იყო.

კომენტარები

სხვა სიახლეები