ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, რუჯის მიღება აქტუალური გახდა. თუმცა, ბევრმა არ იცის, როგორ მიიღოს ლამაზი რუჯი დამწვრობის ან სხვა დაზიანების გარეშე. “კვირა+” გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:
1. ნუ გახვალთ გასარუჯად დღის 12-დან 3 საათამდე, რადგან დღის ამ პერიოდში მზის სხივები განსაკუთებით მავნებელია. ყველაზე სასარგებლო პერიოდი რუჯისთვის მზის ამოსვლიდან დილის 11 საათამდე და საღამოს 5 საათის შემდეგაა.
2. რუჯის მიღებამდე დალიეთ ნატურალური წვენები და წყალი, რათა თავიდან აიცილოთ გაუწყლოვანება.
3. გარუჯვამდე საჭიროა, მოამზადოთ კანი, გაიხეხეთ მთლიანი სხეული სკრაბით, რათა მოიშოროთ მკვდარი უჯრედები. ეს თანაბარი რუჯის მიღებაში დაგეხმარებათ.
4. აუცილებლად გამოიყენეთ ისეთი გასარუჯი საშუალება, რომელიც შეიცავს ულტრაიისფერი სხივების დამცავს – UVA, UVB (UVA/B) და მზის დამცავს SPF.
5. ნუ დაწვებით მხოლოდ ერთ მდგობარეობაში და 15 -20 წუთში ერთხელ იცვალეთ მიმართულება.
Prev Post
Next Post
სხვა სიახლეები