81 წლის ქალი ამბობს, რომ 36 წლის მამაკაცთან საუკეთესო სექსი აქვს

81 წლის ირის ჯონსი, რომელიც დიდ ბრიტანეთში  ცხოვრობს, ამბობს, რომ 36 წლის მამაკაცთან  საუკეთესო სექსი აქვს.

ირისმა   და   მოჰამედმა   ერთმანეთი 2020 წელს სოციალური ქსელიში გაიცნეს და მათ მალევე ეგვიპტეში იქორწინეს.

მას შემდეგ 81 წლის ირისი სოციალურ ქსელში მისი და მოჰამედის ურთიერთობაზე ხშირად წერს. ქალი დეტალურად აღწერს, რას აკეთებენ ისინი, როდესაც მარტო არიან.

ირისი ამბობს, რომ მოჰამედთან საუკეთესო სექსი აქვს, რაც კი აქამდე ჰქონია.

ერთ-ერთ შოუში სტუმრობისას წყვილმა თავიანთი სექსი დეტალურადაც კი აღწერა.

„ეს საკმაოდ უხეში იყო. მთლიანი ლუბრიკანტიც კი გამოვიყენეთ”, – განაცხადა ირისმა.

მისივე თქმით, მოჰამედს ის კიბეებზე ხელში აყვანილი აჰყავს, როცა შენობაში ლიფტი არ მუშაობს.

„სიყვარული არის – როდესაც ის შენ ფეხის ფრჩხილებსაც გაჭრის, კიბეებზე ხელში აყვანილი აყავხარ, როცა ლიფტი არ მუშაობს, როდესაც ის საათობით ეძებს იმ ტელეფონს, რომელიც უბერში დაგრჩა, როდესაც მას საავადმყოფოს იატაკზე სძინავს და სახლში წასვლაზე უარს ამბობს მანამდე, სანამ თქვენ არ გამოჯანმრთელდებით. მე შენ მიყვარხარ, მოჰამედ, ზუსტად ისეთი, როგორც ხარ. მოთმინებით, მიხვედრილობით, პრობლემების გადაჭრის უნარით, ზრუნვით. გმადლობ, რომ ხარ ისეთი, როგორც ხარ და გიყვარვარ“, – წერს სოციალურ ქსელში ირისი.

მოჰამედმა ირისის ამ ემოციურ პოსტს შემდეგნაირად უპასუხა:

„ძვირფასო, ისიც არ ვიცი, როგორ გიპასუხო ამ დიდებულ სიტყვებზე“.

კომენტარები

სხვა სიახლეები