სად და როდის ჩამოვარდება კონტროლიდან გამოსული რაკეტა

აშშ-ის კოსმოსური კვლევისა და განვითარების ცენტრის ინფორმაციით, 22-ტონიანი ჩინური რაკეტა ატმოსფეროში, სავარაუდოდ, დღეს ღამით ან ხვალ დილით შემოვა. ამის შესახებ უცხოური გავლენიანი გამოცემა Reuters წერს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რაკეტის უდიდესი ნაწილი, ატმოსფეროში შემოსვლის შემდეგ, დაიწვება და შედეგად, მისი ფრაგმენტების ჩამოვარდნა დედამიწას საფრთხეს არ შეუქმნის.
4 მაისს ცნობილი გახდა, რომ დედამიწას უზარმაზარი რაკეტა უახლოვდება, რომელმაც კონტროლი დაკარგა. საუბარია რაკეტის ნაწილზე, რომლითაც ჩინეთმა საკუთარ კოსმოსურ სადგურზე მოდული გაგზავნა.
ჩამოვარდნის სავარაუდო ტერიტორია წყნარი ოკეანე იქნება.

კომენტარები

სხვა სიახლეები